ქუთაისში სემეკთან არსებული ენერგოომბუდსმენის განახლებული ოფისი გაიხსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, დავით ერემეიშვილმა და ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა ქუთაისში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის განახლებული ოფისი გახსნეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გრიშაშვილის ქუჩის N16-ში მდებარე ოფისი მოქალაქეებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების საკითხებზე მოემსახურება.

სემეკი-ს თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ქუთაისში ენერგოომბუდსმენის წარმომადგენლობა უზრუნველყოფს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლების დროულ ინფორმირებას მათი უფლებების შესახებ. ასევე, სპეციალისტები მოქალაქეებს უფლებების დაცვასა და კომუნალური მომსახურების კომპანიებთან არსებული სადავო საკითხების მოგვარებაში კონსულტაციებს გაუწევენ და დაეხმარებიან.

„მიმდინარეობს ენერგეტიკული რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს მომხმარებელთა უფლებების მაქსიმალურ დაცვას. აუცილებელია, რომ თითოეული მოქალაქე იყოს ინფორმირებული ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მათი უფლებების შესახებ, ასევე იმ სიახლეების შესახებ, რომელიც ელექტროენერგეტიკის სექტორში ამოქმედდა. მოგეხსენებათ, პირველი ივლისიდან გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე, კერძოდ, მთელი საქართველოს მასშტაბით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე საწარმოებისთვის ელექტროენერგიის კომუნალური მომსახურების კომპანიები შეიცვალა. ახლა უკვე ელექტროენერგიას გვაწვდიან საქართველოს მთავრობის მიერ დასახელებული უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლები. თბილისის მოსახლეობას „თელასის“ ნაცვლად ელექტროენერგიას აწვდის „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“, იგივე “თ ელ მი კო”, ხოლო რეგიონის მოსახლეობას - „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ნაცვლად „ეპ ჯორჯია მიწოდება“. არ იცვლება სამომხმარებლო ტარიფი. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ კომპანიებს ცხელ ხაზზე, ან მომართონ სემეკსა და ენერგოომბუდსმენს“, - განაცხადა სემეკი-ს თავმჯდომარემ.

„ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს სემეკთან ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურთან დაკავშირება ქოლ ცენტრის საშუალებით შეუძლიათ, ნომერზე 16 216. (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან). გარდა ამისა, რეგიონებში კონსულტაციის გავლა შესაძლებელია ენერგოომბუდსმენის ოფისებში შემდეგ მისამართებზე: თელავში, ერეკლე მეორის ქუჩა N16, ბათუმში, ნ.დუმბაძის ქუჩა N10, ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩა N16“, - ნათქვამია სემეკი-ს ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს