ძიუდოისტი ბადრი გავაშელიშვილი გიგი უგულავაზე - გაიძახის, თითქოს სუს-ის აგენტი და „ზონდერი“ ვარ - ასე ცხოვრობენ მთელი ცხოვრება ესენი, ასე მოვიდნენ აქამდე

მთელი ამ ხნის განმავლობაში გაიძახის, თითქოს სუს-ის აგენტი და „ზონდერი“ ვარ, ბრალს მდებს, რომ ნოემბრის აქციაზე ვჩხუბობდი და ხალხს ვარბევდი. მსგავს ინციდენტებში მონაწილეობა ცხოვრებაში არ მიმიღია, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. აეროპორტის ინციდენტის საქმეში დაზარალებულად ცნობილმა ძიუდოისტმა, ბადრი გავაშელიშვილმა განაცხადა.

მან სასამართლო პროცესზე გიგი უგულავას მიმართა, რომ „გონს მოეგოს და სიტყვებს დაუკვირდეს“.

„ცოტა გონს მოეგეთ, თქვენს სიტყვებს დაუკვირდით, ვის რას ეუბნებით. მაბრალებს, აქციაზე თქვენ ჩხუბობდითო, მსგავსი არაფერი არ ყოფილა. თუ საჯაროა, შეგიძლიათ ეს კადრები ამოიღოთ. ასე ცხოვრობენ მთელი ცხოვრება ესენი, ასე მოვიდნენ აქამდე”, - აღნიშნა ბადრი გავაშელიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა