ბადრი ჯაფარიძე - ევროკავშირის დროშის მიმართ ვანდალური აქტი განხორციელდა, რაც არაცივილიზირებულობის გამოხატულებაა, ანალოგიური შეხედულება აქვს ევროკომისარს

სამწუხაროდ, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება და ხელისშეშლა ვერ ვნახეთ, რაც დამაზიანებელია - დროშის მიმართ ვანდალური აქტი განხორციელდა, რაც არაცივილიზირებულობის გამოხატულება იყო და ანალოგიური შეხედულება აქვს ევროკომისარს, - ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს “პრაიდის” მოწინააღმდეგეების მიერ ევროკავშირის დროშის დაწვასთან დაკავშირებით ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, გუშინწინ დღის პირველ ნახევარში პოლიციამ სიტუაციის გადამჭრელი არანაირი ზომა არ მიიღო, „რამაც განცდა დატოვა, რომ მათ არ ჰქონდათ შესაბამისი ბრძანება, ასეთი ძალადობრივი აქტები აღეკვეთათ”.

“ვისაუბრეთ იმაზე, რომ გუშინწინ, ძალადობრივი ჯგუფები ქუჩებში არბევდნენ ჟურნალისტებს და შეურაცხყოფას აყენებდნენ გამვლელებს, მათ დააზიანეს ჟურნალისტები და ამას პოლიცია აკვირდებოდა, არანაირი გადამჭრელ ზომებს დღის პირველ ნახევარში არ იღებდა, რამაც განცდა დატოვა, რომ მათ არ ჰქონდათ შესაბამისი ბრძანება, ასეთი ძალადობრივი აქტები აღეკვეთათ. ვნახეთ, რომ ევროკავშირის სახით გვყავს უახლოესი და უერთგულესი პარტნიორი, რომელიც ზრუნავს ჩვენს ქვეყანაზე, ეკონომიკის აღორძინებაზე, მოქალაქეებზე და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ დეკლარაციები კი არ იყოს საქართველოს მხრიდან და რასაც ხშირად ვისმენთ მმართველი გუნდისგან, რომ საქართველოს ამოცანაა, გახდეს, ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი და ეს არის ქართველი ხალხის სურვილი, არამედ რეალური ნაბიჯები უნდა გადაიდგას”,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის თქმით, ევროკომისართან შეხვედრაზე ისაუბრეს იმ ინვესტიციაზე, რასაც ევროკავშირი საქართველოში განახორციელებს.

“ევროკომისარმა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, დადებითი ინფორმაცია გაგვიზიარა - ევროკავშირის მიერ თითქმის 4 მლრდ ევროს ინვესტიცია განხორციელდება შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში. ეს არის უმნიშვნელოვანესი თანხა. ეს ინვესტიცია განხორციელდება ინფრასტრუქტურაში, ციფრულ ტექნოლოგიებში, საშუალო და მცირე ზომის ბიზნესებში. მთლიანობაში, დაახლოებით 20 მლრდ ევროს პაკეტია დამტკიცებული პოსტპანდემიურ პერიოდში ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკის გასაჯანსაღებლად. საქართველოში 4 მლრდ ევროს ინვესტიცირება ქვეყანას სხვა დონეზე აწევს. ამავე დროს, ევროკომისართან იმაზე ვისაუბრეთ, რომ აუცილებელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში, რაც დღეს შეწყვეტილია კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვის და იმის გამო, რომ შარლ მიშელის შეთანხმება არ ხორციელდება ისე, როგორც იქ არის გაწერილი. აქ ევროკავშირის, ამერიკისა და ჩვენი პოზიცია ემთხვევა, რომ მოსამართლეების პროცესი ხორციელდება დარღვევით”,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
კახა ოქრიაშვილი - ჩვენ, ქართველებს არ გვეკადრება ისეთი ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი ერი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტერორში ჰყავს
კომპანია „აზრმა“ BDO Digital-თან თანამშრომლობით ISO 27001 სტანდარტი დანერგა
ბაზისბანკის ინვესტიციით, მესტიაში სასტუმრო „ლილეო ინნ“ გაიხსნა
სიახლე მხოლოდ „ლიბერთის“ მომხმარებლებისთვის
„შეცვალე“ – „პროკრედიტ ბანკი“ მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას იწყებს
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს