კახა კალაძე - უახლოეს მომავალში მოგაწვდით ინფორმაციას თუ ვინ იქნება მერობის კანდიდატი დედაქალაქში, ასევე სხვა კანდიდატები, გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფში მიღებულია

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, თუ ვინ იქნება მმართველი გუნდიდან თბილისის მერობის კანდიდატი. მან ჟურნალისტებთან არ დააკონკრეტა, იქნება თუ არა თავად მერობის კანდიდატი.

„უახლოეს მომავალში მოგაწვდით ინფორმაციას თუ ვინ იქნება კონკრეტული კანდიდატი დედაქალაქში და ასევე სხვა კანდიდატებიც. გადაწყვეტილება თუ ვინ უნდა იყოს კანდიდატები უკვე სამუშაო ჯგუფში გავლილია, გადაწყვეტილებებიც რაღაცებზე მიღებული გვაქვს და უახლოეს მომავალში ყველაფერს გეტყვით",-განაცხადა კალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს