შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს უცხოელი ტურისტის დაჭრა „პრაიდს“ უკავშირდება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, უცხოელი ტურისტის დაჭრა „პრაიდს“ არ უკავშირდება და ეს შემთხვევა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა.

მისი თქმით, ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ბრალდებული და ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა.

„ტურისტთან დაკავშირებით მოგახსენებთ - აღნიშნული ფაქტი მოხდა სრულიად დამოუკიდებლად - ეს მოხდა ხეთაგუროვის ქუჩაზე, სადაც როგორც ჩვენთვის ცნობილია და დედამაც გააკეთა განცხადება, ფსიქიურად დაავადებული ადამიანი თავს დაესხა უცხოელ ტურისტს.

არანაირი კავშირი ამ ფაქტს იმ ფაქტებთან არ აქვს რაზეც საუბარი იყო, რომ თითქოს ეს პრაიდს უკავშირდება, ეს სიცრუეა. არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია იქ, მიეჭრა ეს კონკრეტული პირი. ფაქტი მოხდა სულ სხვა ლოკაციაზე, სულ სხვა ადგილას. ჩვენ დაწყებული გვაქვს გამოძიება, დაკავებულია იცით ეს პირი, ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა და გვეცოდინება საბოლოო პასუხი“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა