მამუკა მდინარაძე - გუშინწინ დაშავდა არაერთი ჟურნალისტი და ოპერატორი, სწორედ ეს ქმედება იყო ის, რასაც ისურვებდნენ პროვოკაციის ავტორები

გუშინწინ დაშავდა არაერთი ჟურნალისტი და ოპერატორი, სწორედ ეს ქმედება იყო ის, რასაც ისურვებდნენ პროვოკაციის ავტორები, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის რაც მოხდა „პროვოკაციის დამგეგმავების წისქვილზე ასხამს წყალს“. მდინარაძის განცხადებით, „ყველა მოძალადე პირი, რომელმაც პროვოკაციის დამგეგმავების წისქვილზე წყალი დაასხა, უნდა იყოს იდენტიფიცირებული და მერე დასჯილი, რომ მომავალში ავიცილოთ მათი ასეთი მოქმედებები“.

„ჟურნალისტის, ოპერატორის, მედიის წარმომადგენლის მიმართ ძალადობა არის წარმოუდგენელი, კატეგორიულად მიუღებელი და დარწმუნებული ვარ, ყველა სათითაოდ დაისჯება. ერთი კითხვა მაქვს თითოეულ მათგანთან (პრაიდის მოწინააღმდეგეებთან) და ამ ყველაფრის ორგანიზატორებთან, თუკი მათ, ისევე როგორც საქართველოს საზოგადოების ძალიან დიდ და მნიშვნელოვან ნაწილს მიაჩნია, რომ ეროვნული ინტერესები, ეროვნული იდენტობა, ეკლესია და ა.შ. უნდა დაიცვას, მაშინ ის ქმედებები, რაც მათმა ნაწილმა განახორციელა, პირიქით, ხომ არ უწყობს ხელს ამ ყველაფრის დისკრედიტაციას - ისინი ვიღაცის წისქვილზე ხომ არ ასხამენ წყალს? ეს ვიღაცები არიან ისინი, მათ შორის, სამწუხაროდ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელბი და პრაიდის ორგანიზატორები, რომლებიც ალბათ, ამას ინატრებდნენ და ამას ისურვებდნენ, რომ მათ განეხორციელებინათ ძალადობა ჟურნალისტების მიმართ, ინატრებდნენ იმასაც, რომ ვიღაცას ჩამოეხსნა ერვოკავშირის დროშა. მეორე მხრივ, ძალიან სამწუხაროა, რომ მიუხედავად შსს-ს არაერთი გაფრთხილებისა, იმის მიუხედავად, რომ ჩვენს განცხადებებში არაერთხელ დავაფიქსირეთ და ვთქვით, რომ „პრაიდის“ რეალური მიზნები იყო არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ ეს მიზნები იყო პროვოკაციული, არავინ იფიქრა პრევენციაზე. პირიქით, მათ ამ პროვოკაციულ მიზანს კიდევ მეტი დაამატეს - ლოკაციებიც კი არ იყო ცნობილი იმისთვის, რომ შესაბამისად ემოქმედათ. გუშინ და წინა დღეების განმავლობაში, პოლიციამ იმოქმედა შესაძლებლობების მაქსიმუმის ზღვარზე. მადლობა თითოეულ პოლიციელს და ჩვენ კადრებიც ვნახეთ, სადაც ისინი უფრთხილდებიან მეტად ჟურნალისტის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას, ვიდრე საკუთარი თავის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას, მაგრამ იყო მომენტებიც, სადაც ვერ მოხერხდა ის, რაც იყო ყველასთვის სასურველი. გუშინწინ იყო მომენტი, როცა სამწუხაროდ დაშავდა არაერთი ჟურნალისტი და ოპერატორი, სწორედ ეს ქმედება იყო ის, რასაც ისურვებდნენ პროვოკაციის ავტორები, ეს იყო, რაც მათ წისქვილზე წყალს ასხამს,“- განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა