თბილისის საქალაქო სასამართლოში, ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილსა და გიგი უგულავას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. აეროპორტის ინციდენტის საქმეში დაზარალებულად ცნობილ ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილსა და ბრალდებულ პოლიტიკოს გიგი უგულავას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ბადრი გავაშელიშვილის გაღიზიანება უგულავას ადვოკატის დასმულმა კითხვამ გამოიწვია, რომელიც „უგულავას დარტყმის შედეგად“ მიღებულ ფიზიკურ და მორალურ ზიანს შეეხებოდა.

„შენ ადვოკატი ხარ თუ ჟურნალისტი, „მეიაზვები“ თუ რას შვები?!“ - მიმართა გავაშელიშვილმა ადვოკატს, რაზეც უგულავამ გავაშელიშვილს განუცხადა, რომ სასამართლოს თავისი ენა აქვს და კორექტულად უნდა ესაუბრა.

"ბატონო მოსამართლევ, ეს რა ტონში გვესაუბრება? სასამართლოს აქვს თავისი ენა და აქ ჩვენ ვსაუბრობთ თქვენობით, შენობით ქვიშის კარიერში ელაპარაკე ვისთანაც გაგდის, აქ სასამართლოა. ქვიშის კარიერში, რომელიც შენ გაჩუქეს, რაც ჩაიდინე იმისთვის. ზუსტად ვიცი, რომ ჩვეულებრივი „ზონდერი“ ხარ. ხომ ხარ დაზარალებული, ხომ გცემე, უთავმოყვარეო ხარ, ჰოდა „დავაი“, კუდამოძუებულმა „დაახვიე“ აქედან. უზრდელი ბრძანდები, მოგზავნილი ლაქია ხარ“, - მიმართა უგულავამ ბადრი გავაშელიშვილს.

თავის მხრივ, დაზარალებულმა უგულავას მიმართა, რომ მასთან ნორმალურად ესაუბრა და სცოდნოდა ვის ელაპარაკებოდა.

„შენ „დაახვიე“, ცოტა ნორმალურად მელაპარაკე, იცოდე ვის ელაპარაკები, ეტყობა ვიღაცაში გეშლები, „ახვარო“ შენ“, - განაცხადა ბადრი გავაშელიშვილმა.

ამ ინციდენტის შემდეგ მოსამართლემ სასამართლო სხდომა დასრულებულად გამოაცხადა.

პოლიტიკოსი გიგი უგულავა აცხადებს, რომ დღევანდელი პროცესის შემდეგ ამ საქმეში მონაწილეობა დაასრულა.

,,ამით მე დავასრულე ამ ეპიზოდის ბადრი-საბა გავაშელიშვილის ნაწილი. მალე მოვა დრო და ის მოყვება ვინ რა და როგორ დაავალა. ეს მერე. ახლა ჩემი მიზანი იყო საზოგადოების წინაშე გამომეთრია და მეჩვენებინა, რომ ამ „ორკების“ და 5 ივლისს ადამიანების დასაკბენად გამოშვებული აპოკალიპტური მხეცის არავის ეშინია. ისინი აი ასე გარბიან.

თქვენ კი ჩემო ბადრი-საბა, ჩემგან თქვენ თავისუფალი ხართ. მე თქვენ აღარ მაინტერესებთ. დანარჩენი ღმერთმა გაპატიოთ. დავასრულე ასევე ამ სასამართლო ფარსშიც მონაწილეობა. მოსამართლემაც ნახა, თუ დანახვა უნდა, უდავოდ ვუცნოთ აწი ყველაფერი, გავიდეს მოსამართლე სათათბიროდ“, - წერს გიგი უგულავა.

იხილეთ ვიდეო:"ხო გცემე, ხოდა ნაცემი ხარ და დავაი ახლა კუდამოძუებულად დაახვიე" - გიგი უგულავასა და ბადრი გავაშელიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა