მამუკა მდინარაძე - ვახტანგ გომელაური პარლამენტში მოსვლას ნამდვილად არ შეუშინდება - შევთანხმდებით თარიღზე და ყველა კითხვას პასუხს გასცემს

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტში მოსვლას ნამდვილად არ შეუშინდება - შევთანხმდებით თარიღზე და ის ყველა კითხვას პასუხს გასცემს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

"არც პრემიერ-მინისტრსა და არც შს მინისტრს პარლამენტის წინაშე წარსდგომის არანაირი პრობლემა არა აქვს. არის რეგლამენტით გაწერილი ვადები, არის რეგლამენტით განსაზღვრული ვალდებულებები. შევთანხმდებით თარიღზე", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით გომელაურს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, რეგლამენტით დადგენილი წესით, ფრაქცია "შარლა მიშელის რეფორმების ჯგუფი" იბარებს.

იხილეთ ვიდეო:მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ვახტანგ გომელაური პარლამენტში მოსვლას ნამდვილად არ შეუშინდება და ის ყველა კითხვას პასუხს გასცემს

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს