გიორგი გახარია - უმძიმესი საყურებელი იყო, როცა სახელმწიფო ვერ იცავდა ვერც კონსტიტუციას და ვერ დაიცვა ფიზიკური ძალადობისგან მოქალაქეები - ეს უუნარობის გამოხატულება იყო

პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ის რაც ვნახეთ, „წარმოუდგენელი იყო“, სახელმწიფომ ვერ დაიცვა მოქალაქეები.

როგორც გახარია აღნიშნავს, საქართველოში გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს.

„ეს არ არის მხოლოდ პოლიციის გადმოსახედიდან შესაფასებელი შემთხვევა. ეს იყო პოლიტიკური მოვლენა, უმძიმესი საყურებელი, როდესაც ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ. როდესაც სახელმწიფო ვერ იცავდა ვერც კონსტიტუციას, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ფიზიკური ძალადობისგან თავისი მოქალაქეები, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ჟურნალისტები მასობრივი დევნისგან, ვერ დაიცვა ტურისტები, უბრალოდ, წარმოუდგენელი იყო, რაც ვნახეთ. ეს უუნარობის გამოხატულება იყო. გარდა ამისა, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი და გაურკვეველი იყო, როდესაც სახელმწიფომ, მმართველმა ძალამ და ხელმძღვანელებმა გვითხრეს: „ჩვენ ხომ გაფრთხილებდითო?“

ფაქტობრივად, გვითხრეს, რომ ჩვენ ვიცოდით წინასწარ ასე რომ იქნებოდაო. გაგაფრთხილეთ და ამის იქით, თქვენი თავისთვის თქვენ უნდა მიგეხედათო - არაკომპეტენტურის პიკი.

ადამიანებს ასე ესმით სახელმწიფო, სახელმწიფომ თუ გამაფრთხილა მე რისკების შესახებ, ჩემს ფიზიკურ უსაფრთხოებაზე და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნებაზე, თურმე სხვები არიან პასუხისმგებლები - უსუსურობაა. ამის შემდგომ, რაც უფრო მიუღებელი იყო, სახელმწიფო, მმართველი ძალის დღევანდელი ბოსები ამას ყველაფერს აბრალებენ ყველას - მოქალაქეებს, ეკლესიას, ევროპას, როცა აწყობთ მემარჯვენეებს, როცა აწყობთ მემარცხენეებს, მაგრამ საერთოდ არაფერს ამბობენ თავის პასუხისმგებლობაზე. ჩემთვის ძალიან მძიმეა, როდესაც ჩემს სახელმწიფოზე ვსაუბრობ, რომელსაც საქართველოს თითოეული მოქალაქე უნდა ვემსახურებოდეთ“,-აღნიშნავს გახარია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა