უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი - არანაირი გავლენიანი ჯგუფი, არანაირი „კლანი“, არანაირი მსგავსი დანაყოფი - ეს არის აბსურდი და მოგონილი სასამართლოს დასაზიანებლად

არანაირი გავლენიანი ჯგუფი, არანაირი „კლანი“, არანაირი მსგავსი დანაყოფი - ეს არის აბსურდი და მოგონილი სასამართლოს დასაზიანებლად,- ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ლევან თევზაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა. ამ საკითზე მას კითხვა „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა დაუსვა.

ლევან იოსელიანმა მას ჰკითხა, როგორც წინა ხელისუფლების პერიოდში სასამართლოში არსებულ ვითარებაზე, ასევე „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში არსებულ მდგომარეობაზე და გავლენებზე. თევზაძის თქმით, სასამართლოში არანაირი გავლენიანი ჯგუფი არ არსებობს და ეს არის ჭორი. კითხვაზე, ეს ეხება თუ არა წინა ხელისუფლების პერიოდსაც, თევზაძე პასუხობს, რომ „წინა ხელისუფლების დროს ჩართული არ იყო“.

„წინა ხელისუფლების დროს, გეუბნებით, რომ არ ვიყავი ასე ჩართული, ჩემს მიმართ არანაირი ზეწოლა არ ხდებოდა, პრობლემები იყო და ეს არის სულ“, - აცხადებს თევზაძე.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლების პერიოდში ჭორის დონეზე სმენია სასამართლოში გავლენების შესახებ, თუმცა, ამის მტკიცებულებები არ უნახავს.

„ჩემზე პირადად არავის მოუხდენია ზეწოლა, არც მსმენია ამის შესახებ, ზოგადად, რა თქმა უნდა, ჭორის დონეზე მსმენია, მაგრამ კონკრეტული მტკიცებულება, რომ მოსამართლეზე მოეხდინათ ზეწოლა - არა. ამის მტკიცებულება არ მინახავს და ეს რა თქმა უნდა, გამორიცხულია და ჭორაობაზეა ყველაფერი დაფუძნებული“, - განაცხადა იოსელიანმა.

დაზუსტებაზე, რომ 2012 წლამდე სასამართლო ყველანაირი გავლენისგან დამოუკიდებელი იყო, თევზაძე აცხადებს, რომ პრობლემებზე იწერებოდა, თუმცა, ამას ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს.

„მე არ ვიცი, სხვა რას აკეთებდა, მაგრამ მე ვიყავი დამოუკიდებელი, დამოუკიდებლად ვიღებდი გადაწყვეტილებებს. იყო პრობლემები, რომელიც იწერებოდა, დასკვნა იქნებოდა პოზიციური თუ ოპოზიციური პარტიების, მე ამას ვერც დავდასტურებ და ვერც უარვყოფ, იქიდან გამომდიანრე, რომ ამას ჩემთან არ ჰქონია ადგილი“, - განაცხადა თევზაძემ.

როგორც ლევან თევზაძე აღნიშნავს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ლევან მურუსიძე თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ლიდერია, მისი ლიდერობა კი გამოიხატება იმაში, რომ უპირისპირდებოდა იმ ინიციატივებს, რომელიც დაკავშირებული იყო მოსამართლის დამოუკიდებლობის შეზღუდვასთან.

"ლევან მურუსიძე არის მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარე, საბჭოს მდივანი იყო. მეც, ლევანიც და ბევრი ჩემი კოლეგა, განსაკუთრებით ჟურნალისტებთან ვაკეთებდით განცახდებებს, ყველა იმ ინიციატივას ვუპირისპირდებოდით, რომელიც დაკავშირებული იყო მოსამართლის დამოუკიდებლობის შეზღუდვასთან. ლევან მურუსიძე საბჭოს მდივანი იყო, რომელიც არჩეული იქნა სრული მოსამართლეთა კონფერენციის მიერ და იგი ერთ-ერთი ლიდერი იყო. რაღაც კუთხით მეც ვიყავი ლიდერი, მეც გამოვხატავდი ჩემს პოზიციას“,-აღნიშნავს თევზაძე.

ბაკურ კვაშილავა - 19 აპრილის შეთანხმებიდან მმართველი გუნდის გამოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ იგი არ არსებობს - თუ მათ ხმების 43% ვერ მიიღეს, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.08.2021
ისრაელის ელჩი - საქართველოს ყველა მეგობრისთვის 5 ივლისის მოვლენები აბსოლუტურად შოკისმომგვრელი იყო
ვიქტორ ყიფიანი - მოქმედება თუ უმოქმედობა: ასარჩევი აი ეს არის
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კავკასიის უნივერსიტეტს და ქეჯის ბიზნესის სკოლას შორის
"თიბისის" აპლიკაციების კონკურსი იწყება
კავკასიის უნივერსიტეტის და ნიუ ჯერსის უნივერსიტეტის ერთობლივი ორმაგი ხარისხის პროგრამა