მამუკა მდინარაძე - ძალიან კარგია მედიის გადაწყვეტილება, რომ მოძალადეები ეთერში არ მიიწვიონ, მაგრამ კარგი იქნება თუკი ვინმე გაბედავს და ასეთი მიდგომა ნებისმიერი მოძალადის მიმართ ექნება - ერთ-ერთი ასეთი მოძალადეა ნიკა მელია

ძალიან კარგია მედიის გადაწყვეტილება, მოძალადეები ეთერში არ მიიწვიონ, მაგრამ კარგი იქნება თუკი ვინმე გაბედავს და ასეთი მიდგომა ნებისმიერი მოძალადის მიმართ ექნება - ერთ-ერთი ასეთი მოძალადეა ნიკა მელია , - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მდინარაძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, სწორედ მელიას მიერ ორგანიზებულ შტურმში პოლიციელებს აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, იტაცებდნენ და სცემდნენ მათ.

"კარგი იქნება ასეთი მიდგომა ნებისმიერი მოძალადის მიმართ. თუ ვინმე ამას გაბედავს, ჩავთვლი, რომ გულწრფელები ვართ. შერჩევით არის? - ზოგი მოძალადე შედარებით მისაღებია და ზოგი-მიუღებელი?! ჩემთვის ყველა მოძალადე, ყველანაირი ძალადობა, ვინც ძალადობს პოლიციელის თუ ჟურნალისტის მიმართ, ერთნაირად მიუღებელია. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მიუღებელი ჟურნალისტების მიმართ მოძალადეა, რადგან ჟურნალისტსა და ოპერატორს ომშიც კი უფრთხილდებიან", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ამ კონტექსტში აღნიშნა ისიც, რომ "რადიკალური ოპოზიცია დაკავებულია სახელმწიფოს ჯანჯღარით".

"მოგონილი არგუმენტით, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა, სახელმწიფო 6-7 თვის განმავლობაში აჯანჯღარეს. ახლა სხვა რომ ვერაფერი მიზეზი ნახეს, გადაწყვიტეს პრაიდის ორგანიზატორების მიერ დაგეგმილი პროვოკაციული ღონისძიების მხარდაჭერა. ისინი შს სამინისტროსთან კომუნიკაციის მიუხედავად, არანაირ დათმობაზე არ მიდიოდნენ და არანაირ კომპრომისზე არ წავიდნენ, რათა პროვოკაციები თავიდან ყოფილიყო აცილებული.

ამიტომ ყველა ადამიანი, რომელიც ძალადობას მიმართავს, კარგად უნდა დაფიქრდეს, ხომ არ ასხამს ცუდ პოლიტიკურ მიზნებსა და გეგმებზე წყალს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, "უმცირესობის არცერთი ჯგუფი ხელისუფლების მხრიდან შეზღუდული არ არის, მაგრამ როდესაც რეალური მიზანი არის არა გამოხატვის თავისუფლების რეალიზება, არამედ პროვოკაცია და ვინმეს ამ პროვოკაციაზე წამოგება, ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი განცხადებები კეთდება".

"პატივი უნდა ვცეთ ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის აზრს და წარმოდგენებს, თუმცა ამ წარმოდგენების რეალიზება არ უნდა მოხდეს ძალადობით და ევროკავშირის დროშის ჩამოხსნით", - დასძინა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა