ირაკლი ქადაგიშვილი - გიორგი გახარიას კომენტარზე შეიძლება ითქვას: „ნამუსიც კარგი საქონელია“- გვახსოვს მისი ჩატარებული ოპერაციები

ნამუსიც კარგი საქონელია - გვახსოვს მისი ჩატარებული ოპერაციები,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “პრაიდთან” დაკავშირებული მოვლენების შესახებ გიორგი გახარიას შეფასებას.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, გახარიას განცხადება მიუთითებს მის უპასუხისმგებლობაზე და მასზე, როგორც პოლიტიკოსზე, რომელმაც საკუთარი ადგილი ვერ მოძებნა და “ცდილობს, დააზიანოს ის, ვინც გაზარდა“.

“ბატონი გახარიას დაგვიანებულ კომენტარზე შეიძლება ითქვას, რომ მას პოზიცია არ გააჩნია. ასევე არ გააჩნდა პოზიცია, როდესაც გაურკვეველი მიზეზების გამო დატოვა თანამდებობა.

მის კომენტარზე შეიძლება ითქვას - ნამუსიც კარგი საქონელია. გვახსოვს მისი ჩატარებული ოპერაციები. მახსოვს პანკისის ხეობა. მაშინ გვერდში დავუდექით მას და ვცადეთ, რომ მდგომარეობა განგვემუხტა. როდესაც რამდენიმე თვის წინ იყავი იმ მთავრობის თავმჯდომარე, რომლის წევრებიც ძირითადად შენარჩუნებულია, ასეთი განცხადების გაკეთება მიუთითებს შენს უპასუხისმგებლობაზე და შენზე, როგორც პოლიტიკოსზე, რომელმაც საკუთარი ადგილი ვერ მოძებნა და ცდილობს, დააზიანოს ის, ვინც გაზარდა და ვინც როგორც პოლიტიკოსად თავის დროზე შექმნა. ეს მიუღებელია.

ეს აჩვენებს ამ შემთხვევაში პოლოტიკოსის სახეს, რაც ვწუხვარ, რომ გიორგი გახარიას არ გააჩნია.

გიორგი გახარია ვერ გამოსულა პიროვნული მარცხისგან, რაც მას აქვს განცდილი ირაკლი კობახიძესთან კონკურენციით. ასე პოზიციონირებს. ვერცერთი არგუმენტი ვერ მოიყვანა გარდა იმისა, რომ კობახიძესთან აქვს პიროვნული გაურკვევლობა. ალბათ ფიქრობს, რომ მისი წარუმატებლობის მიზეზი არის კობახიძე.

სახელმწიფო არ ჩამოშლილა. შეასრულა თავისი ფუნქცია და როლი, მიუხედავად მძიმე გამოწვევისა, რომელიც მოულოდნელად დადგა, რადგან არავინ ელოდა, რომ გამოჩნდებოდნენ ისეთი პირები, რომლებიც მედიას დევნას დაუწყებდნენ”,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარტია “საქართველოსთვის” დამფუძნებელი , გიორგი გახარია “პრაიდთან” დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის, რაც ვნახეთ, „წარმოუდგენელი იყო“ და სახელმწიფომ მოქალაქეები ვერ დაიცვა.

“უმძიმესი საყურებელი იყო, როცა ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ, როცა სახელმწიფო ვერ იცავდა ვერც კონსტიტუციას და ვერ დაიცვა ფიზიკური ძალადობისგან მოქალაქეები - ეს უუნარობის გამოხატულება იყო”,- განაცხადა გახარიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა