გაეროს მოსახლეობის ფონდის რეგიონული დირექტორი საქართველოს ეწვევა

8-9 ივლისს, გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი, ალანა არმიტაჯი, საქართველოს ეწვევა.

გაეროს მოსახლეობის ფონდის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოებას და პარტნიორ ორგანიზაციებს შეხვდება.

„რეგიონული დირექტორის რანგში, ალანა არმიტაჯის მეორე ვიზიტი საქართველოში, მიზნად ისახავს ადვოკატირების გაძლიერებას და თანამშრომლობის გაღრმავებას სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების, გენდერული თანასწორობისა და ქალების და მოზარდი გოგოების გაძლიერების, ჯანსაღი და აქტიური დაბერების მიმართულებით, შესაბამისი პოლიტიკის დანერგვისა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი პარტნიორების ჩართულობის გზით.

გაეროს მოსახლეობის ფონდში (UNFPA) ალანა არმიტაჯის საქმიანობა სამ ათწლეულს ითვლის და აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, ევროპასა და ლათინურ ამერიკაში ქალთა უფლებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მათ განვითარებას უკავშირდება. გარდა გაეროს მოსახლეობის ფონდისა, ალანა არმიტაჯი სხვადასხვა დროს მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (CIDA).

ალანა არმიტაჯი გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორის თანამდებობას 2016 წლიდან იკავებს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა