სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და სახალხო დამცველის ოფისს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა და სახალხო დამცველის აპარატმა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ორგანიზებით, სამდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართეს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, ორ დამოუკიდებელ ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით გამართული შეხვედრა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის - ადამიანის უფლებები ყველასათვის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც UN OHCHR და გაეროს განვითარების პროგრამა ერთობლივად ახორციელებენ.

მათივე ცნობით, მხარეებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მანდატში შემავალი საქმიანობის, კერძოდ, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების სამართლებრივი და პრაქტიკული საკითხების და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს; განიხილეს დაკავების და საპატიმრო ადგილებში არსებულ მდგომარეობასთან და ინდივიდუალურ საჩივრებთან დაკავშირებით ინფორმაციის ეფექტიანი გაცვლის მნიშვნელობა.

საუბარი ასევე შეეხო სახალხო დამცველისა და სახელმწიფო ინსპექტორის მიერ პარლამენტისადმი წარდგენილ წლიურ ანგარიშში მოცემულ საკითხებსა და მიგნებებს.

„განვითარების საწყის საფეხურზე მყოფი დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა. მინდა მადლობა გადავუხადო გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს (UN OHCHR) ყველა იმ მხარდაჭერისთვის, რასაც სამსახურისთვის ახორციელებს. ასევე, მოხარული ვარ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და სახალხო დამცველის აპარატს შორის ურთიერთობა არის თანამშრომლობის კარგი მაგალითი და ვფიქრობ, ერთობლივი ძალისხმევით, შევძლებთ საერთო მიზნების მიღწევას“, - განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, სახალხო დამცველის აპარატისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას ქვეყანაში წამების და არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრის კონტექსტში.

მათივე ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს, ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ საგამოძიებო ფუნქციის ეფექტიანად განხორციელებას და არსებული გამოწვევების გადაჭრას.

„UN OHCHR მოხარულია, რომ ხელს უწყობს ამ ორ უმნიშვნელოვანეს უწყებას შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და კოორდინაციას. იმედს გამოვთქვამთ, რომ ისინი შეძლებენ წამების პრევენციის და ეფექტიანი გამოძიების კუთხით ხელშესახებ პროგრესს მიაღწიონ “, - განაცხადა სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსმა მრჩეველმა, ვლადიმირ შკოლნიკოვმა.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ევროკავშირი (EU) და OHCHR სამხრეთ კავკასიაში 2016 წლიდან მხარს უჭერენ ადამიანის უფლებების დაცვის სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებასა და მათი მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს დახვეწას. მათ შორის არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელსაც, სხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად, OHCHR-ის აქტიური მხარდამჭერით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ფუნქცია 2019 წელს დაეკისრა.

ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2021
ვიტალი ბალა - თუ სააკაშვილის კიევში დაბრუნებასთან დაკავშირებით უკრაინისა და საქართველოს პირველ პირებს შორის შეთანხმება იქნა მიღწეული, ამ თემაზე საქართველოს ხელისუფლების ადრე გაკეთებული განცხადებები ბევრს არც არაფერს ნიშნავს
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს
ქართულ ბაზარზე ახალი ინოვაციური ბრენდი „მულტი“ შემოდის
BTU აბიტურიენტებისთვის და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის მასშტაბურ პროექტს იწყებს