რატი იონათამიშვილი - ნიკა მელია კარიკატურული პოლიტიკოსია, კახა კუჭავა - პროგრესული

უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, რაც უფრო მეტად გააკრიტიკებს ნიკა მელია კახა კუჭავას, ეს კუჭავასთვის უკეთესი იქნება, ხოლო მელიასთვის - უარესი.

ამის შესახებ იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ნიკა მელიას განცხადებას, რომ კახა კუჭავა ძალადობაზე კაბინეტიდან “ვიშვიშებს”.

იონათამიშვილის შეფასებით, მელია კარიკატურული პოლიტიკოსია.

“თუ ორ პოლიტიკოსს - ნიკა მელიას და კახა კუჭავას ერთმანეთს შევადარებთ, ნიკა მელია არის კარიკატურული პოლიტიკოსი, ხოლო კახა კუჭავა - პროგრესული, თანამედროვე, ევროპული ტიპის პოლიტიკოსი. ამიტომ, რაც უფრო მეტს იკადრებს და გააკრიტიკებს მელია კუჭავას, მით უფრო უკეთესი იქნება ეს კუჭავასათვის და მით უფრო უარესი - მელიასთვის”,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, ნიკა მელიას განცხადებით, “ქუჩაში მორბენალ ორკზე უარესია კაბინეტში გამოჯგიმული კუჭავა, რომელიც „ვიშვიშებს“ და „გმობს“ ძალადობას!”.

“ერთ მხარეს არიან ერთი მუჭა ხელისუფლებისგან გათავხედებული და გაქეზებული მოძალადეები და მეორე მხარეს შეშინებული, დაზაფრული ხალხი”,- განაცხადა მელიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს