გურამ მაჭარაშვილი - გიორგი გახარია დღეს ოპოზიციონერი არ არის, გადამდგარი პრემიერია - მისი მკვეთრი განცხადებები და ხისტი მიდგომები ემსახურება იმას, რომ როგორმე ოპოზიციონერის სტატუსი მოირგოს

გიორგი გახარიამ საკუთარი განცხადებით თავი დაიზიანა, რადგან თავად იყო პრემიერი და 20 ივნისის მოვლენებზე მთელი პასუხისმგებლობა მას ჰქონდა. თუ არიდებადი იყო ეს კონფლიქტი და ძალადობა, 20 ივნისს რატომ ვერ მოახერხა დაზიანებების არიდება?! ასევე პანკისის სპეცოპერაციის დროს,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “პრაიდთან” დაკავშირებული მოვლენების შესახებ გიორგი გახარიას შეფასებას.

მაჭარაშვილის თქმით, გიორგი გახარიას განცხადება, რომ სახელმწიფო არის ჩამოშლილი, მიანიშნებს იმაზე, რომ მას კარგა ხსნის განმავლობაში ჰქონდა იმის განცდა, რომ გუნდის დატოვებას აპირებდა.

“ამ შეფასების გაკეთება არ მეხალისება, მაგრამ მისი განცხადებები იძულებულს მხდის, რომ საზოგადოებას ის რეალობა ვუთხრათ, რაშიც ვცხოვრობთ. როცა გიორგი გახარია ამბობს, რომ სახელმწიფო არის ჩამოშლილი, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მას კარგა ხსნის განმავლობაში ჰქონდა იმის განცდა, რომ გუნდის დატოვებას აპირებდა. თუმცა არა მხოლოდ ამ გუნდის, არამედ ქვეყნის იმიჯის დაზიანებას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მისი განცხადება ქვეყნის საწინააღმდეგოდაა მიმართული, ასევე მისი პოლიტიკური ორგანიზაციის, რადგან ის დღეს ოპოზიციონერი არ არის, არის გადამდგარი პრემიერი. საზოგადოება მას ასეთად აღიქვამს და კითხვები არის ყოფილი პრემიერის მიმართ. მისი ასეთი მკვეთრი განცხადებები და ხისტი მიდგომები ემსახურება იმას, რომ როგორმე ოპოზიციონერის სტატუსი მოირგოს. საზოგადოება ყველაფერს ხედავს და ამ ყველაფრის შედეგს შემოდგომაზე ვნახავთ”,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარტია “საქართველოსთვის” დამფუძნებელი , გიორგი გახარია “პრაიდთან” დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის, რაც ვნახეთ, „წარმოუდგენელი იყო“ და სახელმწიფომ მოქალაქეები ვერ დაიცვა.

“უმძიმესი საყურებელი იყო, როცა ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ, როცა სახელმწიფო ვერ იცავდა ვერც კონსტიტუციას და ვერ დაიცვა ფიზიკური ძალადობისგან მოქალაქეები - ეს უუნარობის გამოხატულება იყო”,- განაცხადა გახარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს