ალეკო ელისაშვილი - ნორმალურ ქვეყანაში შს მინისტრი გადადგებოდა იმ უთავბოლობის გამო, რაც 5 ივლისს ხდებოდა - არ ვიცოდით ლოკაციაო, აბა, რისთვის არსებობთ?

"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განვითარებული მოვლენების გამო უნდა გადადგეს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემა „360 გრადუსში“ განმარტა, ვახტანგ გომელაური იმ "უთავბოლობის გამო უნდა გადადგეს", რაც 5 ივლისს ხდებოდა.

მისივე თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა ჩაეტარებინათ „ღირსების მარში“, მაშინ როდესაც ორგანიზატორებმა შედეგები იცოდნენ.

„შინაგან საქმეთა მინისტრი, წესით 5 ივლისის გამო უნდა გადადგეს და უნდა გადამდგარიყო. 5 ივლისს, რაც ხდებოდა პოლიცია არ არსებობდა. პოლიცია იმისთვის არის, რომ საზოგადოებრივი წესრიგი დაიცვას. სად იყო საზოგადოებრივი წესრიგი? ხალხს სახლში უვარდებოდნენ და გარბოდნენ. „არ ვიცოდით ლოკაცია“ - აბა რისთვის არსებობთ, ეს თუ არ იცოდით?! ნორმალურ ქვეყანაში შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგებოდა იმ უთავბოლობის გამო, რაც 5 ივლისს ხდებოდა. ყველას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა. „პრაიდის“ ორგანიზატორებთან მილაპარაკია კიდეც, რა არის გამაღიზიანებელი. ყველას, რომ ერთ ქვაბში ხარშავენ ყველა „პუტინისტი“ და „რუსის აგენტია“ იქ მართლა ბევრი გულწრფელად აღშფოთებულია. ბევრი ადამიანისთვის ეს მარში მიუღებელია, მორჩა და გათავდა! ეს ამბავი არ მოხდებოდა, მარში რომ არ დაორგანიზებულიყო. მანამდე ხომ ჰქონდათ „პრაიდის“ ფარგლებში ღონისძიებები. კი ბატონო, კონსტიტუცია არსებობს, ყველას აქვს თავისუფალი შეკრების უფლება, ყველა თანასწორია კანონის წინაშე. ხომ შეიკრიბნენ?! რა არის ყველაზე გამაღიზიანებელი ფაქტორი ამ წლების განმავლობაში? გინდა თუ არა, აღლუმი, ღირსების მარში უნდა ჩავატაროთო, აუცილებლად რუსთაველის გამზირზე უნდა გავიაროთო. რატომ აკეთებენ ამას, ვერ ვხვდები. ხომ შეიძლება ეს არ გააკეთო?! ჩაატარე „პრაიდის“ ფარგლებში ის შეხვედრა, გამოფენა, რაც გინდა გააკეთე, გინდა თუ არა მარშით გავიაროთ რუსთაველზე - რატომ აკეთებ ამას?! ხომ იცი რომ მოყვება შედეგი?! კი ბატონო, გაქვს უფლება გამოხვიდე და გამოხატო. არის უფლება, პასუხისმგებლობა და გონივრულობის ფარგლები, ერთმანეთის პატივისცემა“, - აცხადებს ელისაშვილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა