წიგნის „კანონმდებლობის შექმნა - თეორია და პრაქტიკა“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში წიგნის „კანონმდებლობის შექმნა - თეორია და პრაქტიკა“ პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნის ავტორები არიან ზურაბ მაჭარაძე, ანა ნაცვლიშვილი და ვახტანგ ხმალაძე, რედაქტორი - გიორგი კვერენჩხილაძე.

წიგნში აღწერილია კანონმდებლობის შექმნის პროცესის თეორიული საფუძვლები და პრაქტიკული გამოწვევები, მიმოხილულია როგორც ქართული კანონმდებლობა და პრაქტიკა, საქართველოს სამართალშემოქმედების პროცესის ხარვეზები და გამოწვევები, ასევე სხვადასხვა ქვეყნების მაგალითები.

„აღსანიშნავია, რომ მიუხედავად თემის აქტუალობისა, წიგნში წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, აკადემიური ლიტერატურა საკმაოდ მწირია, ავტორთა ძალისხმევა მიმართულია სწორედ არსებული გამოწვევის დასაძლევად.

სახელმძღვანელო განკუთვნილია იურისტებისთვის, ყველა დონის წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებისთვის, სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთათვის, სტუდენტებისთვის და ყველასთვის, ვინც ჩართულია ან დაინტერესებულია კანონშემოქმედებითი პროცესით.

სახელმძღვანელო მომზადდა და გამოიცა „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით”, - ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თენგიზ ცერცვაძე - შეგვიძლია დაგიდასტუროთ, რომ დღეს საქართველოში მოსახლეობის COVID უსაფრთხოება საიმედოდ არის დაცული და პანდემია არ ახდენს ნეგატიურ გავლენას ცხოვრების ხარისხზე
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
არჩილ მორჩილაძე - ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროში სახელმწიფო შესყიდვების უმეტესობა ხელს უწყობს ქვეყანაში პოლიფარმაციას და გაუმართლებლად ზრდის დაზღვევის ღირებულებას
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2022
შეზღუდული პერიოდით “სკიო გუდაური” ბინებს არასეზონურ ფასად გაყიდის
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, თბილისში ახალი მრავალფუნქციური სივრცე „კომბინატი - Combinaty“ იხსნება
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო