ანრი ოხანაშვილი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მაქსიმალური ჩართულობით მიმდინარეობს

ჩვენ ვსვამთ შეკითხვებს იმისთვის, რომ შევიქმნათ წარმოდგენა თითოეული კანდიდატის შესახებ, ვინ შეიძლება იმსახურებდეს ან არ იმსახურებდეს უზენაეს სასამართლოში გამწესებას, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობდა.

მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მაქსიმალური ჩართულობით მიმდინარეობს.

„პროცესში მონაწილეობას იღებენ როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილი, პროფესიული საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი“ , - განაცხადა ოხანაშვილმა.

დღეს, კომიტეტის წევრებმა ორ კანდიდატს - ეკა ზარნაძეს და ლევან თევზაძეს მოუსმინეს.

ეკა ზარნაძეს მოსამართლედ მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება აქვს, ხოლო ლევან თევზაძეს - 12 წელი და 6 თვე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა ფრაქცია „ქართული ოცნების", პოლიტიკური ჯგუფების „მოქალაქეების" და „ევროპელი სოციალისტების", ასევე, პარლამენტის უფრაქციო წევრების შეკითხვებს უპასუხეს.

გასაუბრების პროცესში, წინასწარ განსაზღვრული რეგლამენტის თანახმად, შეკითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცათ არასაპარლამენტო სუბიექტების წარმომადგენლებს: ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, იურიდიული სამსახურის დირექტორს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფი უნივერსიტეტის იურიდული ფაკულტეტის დეკანს და არასამთავრობო ორგანიზაციების - "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" და „დემოკრატიის ინდექსის" წარმომადგენლებს.

8 ივლისს, კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 2 კანდიდატს - ქეთევან მესხიშვილს და რევაზ ნადარაიას მოუსმენს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო