ალუდა ღუდუშაური - შსს-ს ამოუწურავი რესურსი არ აქვს - ჰგონიათ, მინისტრი „კნოპკაზე“ ხელის დაჭერით გამოიყვანს და ქუჩაში დაატარებს სპეციალური დანიშნულების რაზმს

ვინც საქმეში კარგად ჩახედული არაა, ჰგონიათ, რომ მინისტრი ხელაღებით, „კნოპკაზე“ ხელის დაჭერით გამოიყვანს და ქუჩაში დაატარებს სპეციალური დანიშნულების რაზმს თუ საჯარისო ფორმირებებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, სადაც 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

როგორც ალუდა ღუდუშაური აღნიშნავს, შინაგან საქმეთა სამინისტროს რესურსი ამოუწურავი არ არის.

„ნახავთ, რომ პრაქტიკულად სახელმწიფო და შინაგან საქმეთა სამინისტროც სრულ გაუგებრობაში იყო, „პრაიდის“ განცხადება დღის ბოლომდე არ იყო გაკეთებული. მედიით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ახლა იმართება „პრაიდის“ ორგანიზატორების შეხვედრა, რომლებიც განცხადებას გააკეთებენ. მათ მიერ არ იყო გაცხადებული კონკრეტული ლოკაცია, სად მოხდებოდა ეს. შინაგან საქმეთა სამინისტროსაც ამოუწურავი რესურსი არ გვაქვს, საპირისპირო აზრის მქონე ადამიანისთვის შეიძლება იყოს პასუხი - სხვა შემთხვევაში, რატომ არ ადგა სახელმწიფო და არ გამოიყვანა ჯავშან ტრანსპორტი და რობოკოპები. ვინც საქმეში კარგად ჩახედული არაა, ჰგონიათ, რომ მინისტრი ხელაღებით, „კნოპკაზე“ ხელის დაჭერით გამოიყვანს და ქუჩაში დაატარებს სპეციალური დანიშნულების რაზმს თუ საჯარისო ფორმირებებს - ეს ასე არ არის“, - აღნიშნავს ღუდუშაური და დასძენს, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა, ის დარწმუნებულია, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებდა განცხადებებს, საზოგადოებას საქმის კურსში აყენებდა. ინფორმაციას აწვდიდა მოვლენებთან დაკავშირებით“.

მან „პრაიდის“ მოწინააღმდეგეების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც ისაუბრა და აღნიშნა: „ჟურნალისტების მიმართ, რომ იქნებოდა ასეთი სამარცხვინო ძალადობრივი აქტები, ამას ვერავინ გათვლიდა. არანაირი წინაპირობა არ არსებობდა. პოლიციის მხრიდან ფოკუსი იყო დაცვის ობიექტზე სულ სხვა კუთხით“ .

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა