შალვა პაპუაშვილი და თამარ ტალიაშვილი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას აკვირდებიან

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და თავმჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილი 207-ე საჯარო სკოლაში მიმდინარე ეროვნული გამოცდების პროცესს ესწრებიან, სადაც აბიტურიენტები უცხო ენის გამოცდას აბარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მეორე წელია განათლების სამინისტრო ეროვნულ გამოცდებას კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით ატარებს.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პანდემიის პროცესში სრულად იყოს დაცული აბიტურიენტების ჯანმრთელობის უსაფრთხოება და, ამავდროულად, უზრუნველყოფილი იყოს იმგვარი კომფორტი, რომელიც შესაძლებლობას მისცემთ ახალგაზრდებს, კონცენტრირდნენ საგამოცდო საკითხებზე“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დეპუტატებმა აბიტურიენტებს წარმატებები უსურვეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო