საქართველოს და არაბთა გაერთიანებული საემიროების შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან შს მინისტრთან - შეიხ სეიფ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან ვიდეოკონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა პოლიციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც სტატუსით საერთაშორისო ხელშეკრულებას წარმოადგენს და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მხარეებს შორის როგორც სტრატეგიული, ასევე ოპერატიული მიმართულებებით თანამშრომლობას ითვალისწინებს.

„შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში საქართველოს ელჩი, პაატა კალანდაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი და შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ეკატერინე მაჭავარიანი, ხოლო არაბთა გაერთიანებული საემიროების მხრიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექტორი, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების დროებით საქმეთა რწმუნებული და სხვა მაღალი თანამდებობის პირები.ვიდეოკონფერენციის ბოლოს, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებულ სექტორულ თანამშრომლობას, რომელიც მიზნად ისახავს პროექტ - „უსაფრთხო ქალაქი–უსაფრთხო ქვეყნის“ ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებას და ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
კახა ოქრიაშვილი - ჩვენ, ქართველებს არ გვეკადრება ისეთი ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი ერი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტერორში ჰყავს
კომპანია „აზრმა“ BDO Digital-თან თანამშრომლობით ISO 27001 სტანდარტი დანერგა
ბაზისბანკის ინვესტიციით, მესტიაში სასტუმრო „ლილეო ინნ“ გაიხსნა
სიახლე მხოლოდ „ლიბერთის“ მომხმარებლებისთვის
„შეცვალე“ – „პროკრედიტ ბანკი“ მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას იწყებს
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს