ამირან გამყრელიძე - საჩუქარი, რაც ევროკავშირის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან მივიღეთ, ხელს შეუწყობს ვაქცინაციის პროცესის მეტად გაფართოებას

ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს კორონავირუსის მასობრივი ვაქცინაციის მომზადებაში ეხმარებიან.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, დღევანდელი საჩუქარი, რაც საქართველომ ევროკავშირისა და ჯანმრთელობის სოციალური ორგანიზაციისგან მიიღო ვაქცინაციის პროცესის მეტად გაფართოებას ხელს შეუწყობს.

„ევროკავშირის წარმომადგენლები რა დახმარებასაც უწევენ ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვანია განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში. დღეს გადმოცემის აქტიც გახლავთ მაგალითი ჩვენი პარტნიორების დახმარების. დღევანდელი საჩუქარი, რაც ევროკავშირისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან მივიღეთ, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ვაქცინაციის პროცესის მეტად გაფართოვებას. აქ წარმოდგენილია: ცივი ჯაჭვისთვის აუცილებელი სამაცივრე დანადგარები, გადასატანი ცივი ყუთები, სიცხის მონიტორინგისთვის საჭირო თერმომეტრები“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო