ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - მოსახლეობის უმეტესი ნაწილი უპირატესობას „ფაიზერს“ ანიჭებს - ძვირფას დროს ვკარგავთ მოლოდინში: „სინოვაკი“, „სინოფარმი“, „ასტრაზენეკა“ მაღალი ეფექტურობისაა

მოსახლეობის უმეტესი ნაწილი უპირატესობას „ფაიზერს“ ანიჭებს. მათი მოლოდინები რეალისტურია და ჩვენ გადავალთ უკვე „ფაიზერით“ ვაქცინაციის ფართო კამპანიაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, საზოგადოებამ მოლოდინის რეჟიმში ძვირფასი დრო არ უნდა დაკარგოს, რადგან ვაქცინები: „სინოვაკი“, „სინოფარმი“, „ასტრაზენეკა“მაღალი ეფექტურობისაა.

„მომართვიანობა დღეს „სინოფარმზე“ არის, მაგრამ არ არის ისეთი მაღალი, როგორც იყო „სინოფარმის“ პირველი პარტიის შემოტანის დროს. შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს იმას, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი უპირატესობას ანიჭებს „ფაიზერს“. მათი მოლოდინები რეალისტურია და ეს მალე დასრულდება და ჩვენ გადავალთ უკვე „ფაიზერით“ ვაქცინაციის ფართო კამპანიაზე. ძვირფას დროს ვკარგავთ მოლოდინის პროცესში - „სინოვაკი“, „სინოფარმი“, „ასტრაზენეკა“ მაღალი ეფექტურობისაა“, - განაცხადა გაბუნიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო