თამარ გაბუნია - დღეს რეგისტრაციის ტემპი არ არის ისეთი მაღალი, როგორსაც ვისურვებდით და როგორის მოლოდინიც გვქონდა

დღეს რეგისტრაციის ტემპი არ არის ისეთი მაღალი, როგორსაც ვისურვებდით და როგორის მოლოდინიც გვქონდა, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გაბუნიას განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს იმის მოლოდინი აქვს, რომ მოსახლეობამ გარკვეული უპირატესობა შესაძლოა იმ ვაქცინებს მიანიჭოს, რომლებსაც ქვეყანა ჯერ ისევ ელოდება და ამის გამო რეგისტრაციაში არ არის.„დღეს რეგისტრაციის ტემპი არ არის ისეთი მაღალი, როგორც ჩვენ ვისურვებდით და როგორი მოლოდინიც გვქონდა. ამის მოსაგვარებლად გამოსავალი არის აქტიური საინფორმაციო-საკომუნიკაციო კამპანია, რაც მიმდინარეობს და კიდევ უფრო აქტიურ ხასიათს მიიღებს.

ასევე გამოსავალი არის ნებისმიერი ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ბარიერის მოხსნა, ასევე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ვაქცინაციის პროცესზე, რაც ხორციელდება. სამინისტრომ და სამედიცინო სახელმწიფო ჰოლდინგმა, უკვე დაიწყო ბინაზე მწოლიარე და ქრონიკული პაციენტების ადგილზე აცრა, ეს არ არის დიდი ჯგუფი, თუმცა ესეც არ უნდა იყოს ბარიერი, აცრის მსურველებისთვის“, - განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვეყანაში იმ ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის, რომლებსაც შეიძლება თანმხლების არ ყოლის გამო უჭირდეს ვაქცინაციის ცენტრში თავად მისვლა, ტრანსპორტირებაში ხელშეწყობა იგეგმება.

„ასევე იგეგმება ტრანსპორტირებაში ხელშეწყობა იმ ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის, რომლებსაც შეიძლება თანმხლების არ ყოლის გამო უჭირდეს ვაქცინაციის ცენტრში თავად მისვლა. გარდა ამისა ვაქცინაციის ოფიცრები, რომლებიც ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეწყობით ამუშავდნენ სამედიცინო ჰოლდინგის ბაზაზე, უკვე ახორციელებენ აქტიურ ვიზიტებს სხვადასხვა უწყებებში იმისთვის, რომ მოხდეს მეტად პირადი კომუნიკაციის და უფრო ჩაღრმავებული ახსნა-განმარტების საფუძველზე ვაქცინაციის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება და იქვე ადგილზე დავეხმაროთ რეგისტრაციაში ნებისმიერ მსურველს, ვინც ამ უწყებებში მუშაობს. რეგისტრაციის შესაძლებობები მალე გაიხსნება სხვა ვაქცინებისათვის და ჩვენ იმის მოლოდინი გვაქვს, რომ მოსახლეობამ გარკვეული უპირატესობა შესაძლოა იმ ვაქცინებს მიანიჭოს, რომლებსაც ველოდებით და ჯერჯერობით რეგისტრაციაში არ არის. ეტაპობრივად ვიმედოვნებთ, რომ მოხდება სწრაფად ზრდა რეგისტრირებული პირების და 20-25 ათასიან სამიზნეს დაახლოებით ორ კვირაში მივაღწევთ“, - აღნიშნა გაბუნიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა