თეა ახვლედიანმა ბრიტანული ორგანიზაციის „შერიგების რესურსები“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ბრიტანული ორგანიზაციის „შერიგების რესურსები“ წარმომადგენელთან, რეიჩელ ქლოგთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, თეა ახვლედიანმა საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების მიმდინარეობაზე ისაუბრა. „სახელმწიფო მინისტრმა, რეიჩელ ქლოგს გააცნო უწყების სამომავლო ხედვა, რომელიც ასევე მოიცავს ახლად წამოწყებულ ინიციატივებს ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გადახედვის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით, ამ მიზნით სპეციალურად შექმნილი პლატფორმების ფარგლებში.

თავის მხრივ, რეიჩელ ქლოგმა სახელმწიფო მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა ბრიტანული ორგანიზაციის „შერიგების რესურსები“ მიერ განხორციელებული საქმიანობის, მიმდინარე პროექტების და სამომავლო აქტივობების თაობაზე, რომლებიც მიზნად ისახავს ქართულ-აფხაზურ საზოგადოებებს შორის შერიგებას და ურთიერთობების გაღრმავებას.

მხარეები სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის