ვახუშტი მენაბდე მოსამართლეების კანდიდატებზე - ვისურვებდი, რომ უმრავლესობას ეყოს გონიერება და მართლმსაჯულების ინტერესების სასარგებლოდ უკან დაიხიოს

ვისურვებდი, რომ უმრავლესობას ეყოს გონიერება და უკან დაიხიოს ქვეყნის მართლმსაჯულების ინტერესების სასარგებლოდ, - ამის შესახებ საია-ს წარმომადგენელმა ვახუშტი მენაბდემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესაძლო დამტკიცებაზე.

ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ ამ პროცესში ოპოზიციის როლიც უნდა აისახოს.

„რაც შეეხება გასაუბრებებს, ჩვენი მოტივაცია ის არის, რომ ამ გასაუბრებებში ვისაუბროთ „კლანურ“ მმართველობაზე, იმ არსებით და ფუნდამენტურ პრობლემებზე, რომელიც სასამართლო სისტემაში არსებობს. ძალიან საინტერესოა თვითონ კანდიდატების განწყობები, ამაზე ვაკეთებთ აქცენტს და საზოგადოება ამას ხედავს. ვნახოთ, რამდენად კარგად გამოჩნდება ეს პროცესის ბოლოს. თუმცა, ჩვენი პოზიცია საბოლოო ჯამში არის ისეთი, რომ სანამ არ შეიცვლება არსებული კანონმდებლობა და კონსენსუსზე ორიენტირებულ მოდელზე არ გადავალთ, იქმადე პარლამენტმა არ უნდა დანიშნოს ეს კანდიდატები, იმიტომ, რომ უნდა აისახოს ოპოზიციის როლი, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციას თუ არ ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს ამ პროცესში გადამწყვეტი სიტყვით, მაშინ სასამართლოს მიმართ ნდობა ისევ პრობლემური იქნება და არ გამოსწორდება.“, - აცხადებს ვახუშტი მენაბდე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს