ინდოეთის ქალაქ მუმბაიში, სასტუმრო ტ’’ადჯ-მახალში’’ მორიგი ძლიერი აფეთქება მოხდა, სადაც პოლიცია ტერორისტების წინააღმდეგ ოპერაციას ატარებს,; - იუწყებიან ინდოეთის ტელეარხები.
სასტუმროში კვლავ რჩება ხალხი, რომელთა გამოყვანა;; ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
“სასტუმროში აღმოჩენილია 6 ცხედარი, სასტუმროსთან რამდენიმე სასწრაფო მანქანა მუდმივად მუშაობს~, -აღნიშნავენ ტელევიზიები.
ტერორისტებმა მუმბაიში ოთხშაბათს ღამით შეტევა განახორციელეს. ბოლო მონაცემებით დაღუპულია 100-ზე მეტი ადამიანი, დაჭრილია 287. არსებული ინფორმაციით, მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება.
ტერაქტებზე აქამდე უცნობმა დაჯგუფება ~დეკანელმა მოჯაჰედებმა~ აიღო პასუხისმგებლობა.;