უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი დავით მათიკაშვილს - თქვენ იყავით „ქართუ ბანკის“ საქმის ადვოკატი და ამ საქმის ადვოკატის პოზიციონირება მოქმედი მოსამართლის მიმართ და პასუხის მოთხოვნა, არ არის კონსტიტუციის შესაბამისი

ბატონო დავით, თქვენ იყავით ამ („ქართუ ბანკის“) საქმის ადვოკატი და ამ საქმის ადვოკატის პოზიციონირება მოქმედი მოსამართლის მიმართ და პასუხის მოთხოვნა, არ არის კონსტიტუციის შესაბამისი,- ასე პასუხობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ქეთევან მესხიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრს დავით მათიკაშვილს, რომელმაც კითხვა მას „ქართუ ბანკის“ საქმეზე დაუსვა.

მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომელიც უშუალოდ ამ ერთი კომპანიის წინააღმდეგ იყო მიმართული და ამას ადასტურებს ისიც, რომ საჩივრები სასამართლოში მხოლოდ ამ კომპანიასთან დაკავშირებით შედიოდა. პასუხად მესხიშვილმა განაცხადა, რომ საქმეზე გადაწყვეტილება ფაქტებზე დაყრდნობით იქნებოდა მიღებული. მესხიშვილის თქმით, 11 თვის დანიშნულ მოსამართლეს გაუჭირდებოდა ამ საქმეში პოლიტიკური კონოტაცია ეგრძნო, რაზეც მათიკაშვილმა უპასუხა - „თქვენ რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აგირჩიოთ, 11 თვის შემდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომ სამი წლის შემდეგ იგივე გვითხრათ, რომ მაშინ 11 თვის დანიშნული იყავით, რა შთაბეჭდილება დარჩება საზოგადოებას?“

„ამ ფაქტის შემადგენლობაში არასაკმარისია მსჯელობა დამოუკიდებელი მოსამართლის მხრიდან, რომ სახელმწიფო წნეხს არ დავემორჩილე, ჩემთვის მნიშვნელოვანი არ იყო ის ანტურაჟი, რაც მაშინ ხდებოდა ქვეყანში, დამოუკიდებელი ვიყავი, მაგრამ მაინც არ გამოვიყენე კონსტიტუციური წარდგინება და არ შევაჩერე აშკარად ანტიკონსტიტუციური კანონი, მცირედი ჩემი შესაძლებლობებით არ ვისარგებლე და კომპანიის გაკოტრება დროში მაინც არ გადავავადე, რომელიც მიზანმიმართულად მიმდინარეობდა მაღალი ტემპით მაშინ, როცა ამ ყველაფრის გაკეთების პროცესუალური, სამართლებრივი და ალბათ მორალური საშუალებაც მქონდა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

მესხიშვილის თქმით, მორალურ წინაპირობებთან დაკავშირებით მასთან წესით კითხვები არ უნდა ჰქონდეთ, რადგან მის ბევრ გადაწყვეტილებას იცნობენ.

„ბატონო დავით, თქვენ ალბათ წესით უნდა იცოდეთ ჩემი ძალიან ბევრი გადაწყვეტილება, სადაც მორალურ წინაპირობებთან დაკავშირებით არ უნდა გქონდეთ, წესით, კითხვის ნიშანი და რაც შეეხება საქმის ადვოკატის მხრიდან საქმეზე კითხვების დასმას, ერთ საკითხში მოგყვებით მხოლოდ და მხოლოდ, რომ 11 თვის და 11 წლის მოსამართლის გამოცდილება, რომ იგრძნოს პოლიტიკური კონოტაცია, არის განსხვავებული. როცა გამოცდილებაზე ვამახვილებთ ყურადღებას, მე 11 თვის მოსამართლეს არ მომითხოვია თქვენთვის, რომ უზენაეს სასამართლოში კანდიდატად მომისმინეთ-მეთქი.

მე იმ საკითხს ღიად ვერ დავტოვებ, ეს არის საქმე, რომელიც კერძო საჩივრით სამმა მოსამართლემ განიხილა, მე არც საქმის მასალა მახსოვს, არც ფაქტი და ჩემი მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციონირება თითქმის შეუძლებელია,“-განაცხადა მესხიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს