გლდანის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, თბილისის საკრებულოსა და გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, გლდანის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა.

როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა აღნიშნა, დასაქმების ფორუმის პროფესიულ კოლეჯში ჩატარება ხაზს უსვამს პროფესიული განათლების მნიშვნელობას.

მისივე თქმით, პროფესიული განათლება დღეს მიმართულია იმისკენ, რომ დასაქმების ბაზარზე ადამიანებს ხელი შეუწყოს, იყვნენ მოთხოვნადები.

„ის ფაქტი, რომ დღევანდელი დასაქმების ფორუმი ჩატარდა პროფესიულ სასწავლებელში, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ პროფესიული განათლება გახლავთ დასაქმებისთვის, მართლაც შესაძლებლობა როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის. დღეს განათლების პროგრამები არის მრავალფეროვანი და შეთავაზება არსებობს ყველა ასაკის ადმიანისთვის ძალიან ბევრ დარგში სხვდასხვა მიმართულების პროგრამებზე. ხაზი მინდა გავუსვა, რომ პროფესიული განათლება დღეს მიმართულია იმისკენ, რომ ხელი შეუწყოს თანამედროვე ადამიანს იყოს თანამედროვე და მოთხოვნადი დასაქმების ბაზარზე“, - განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა