ეკა ბესელია - 5 ივლისს ჩვენ ვნახეთ, რომ ეს სახელმწიფო არ არის

ოპერატორს, რომ თვალს ამოთხრი და თავს გაუჩეჩქვავ, ეს არ იყო შემთხვევითი ამბავი. სად მიდის ხელისუფლება, თუ დასავლურ ღირებულებებს ებრძვის?! მიდის ჩრდილოეთისკენ, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე საკუთარი ფანჯრების წინ საშინელ დარბევას უყურებს და არ უჩნდება სურვილი, თუნდაც ერთ ჟურნალისტს გადაეფაროს, ძალიან ცუდი სანახავია.

„ორშაბათი დღე იყო, როდესაც ვნახეთ, რამდენად უხერხემლო, ინსტიტუტების გარეშე, დაცვის მექანიზმების გარეშე აგრესიის ჯგუფებს იყვნენ შეტოვებული მოქალაქეები, ჟურნალისტები და უფრო მეტიც, ამ ჯგუფების უკან ხელისუფლების ხელი დავინახეთ. მათ შესაძლებლობა მისცეს ეთარეშათ, ეძალადათ ადამიანებზე. აი, ოპერატორს რომ თვალს ამოთხრი და თავს გაუჩეჩქვავ, ეს არ იყო შემთხვევითი ამბავი... მეორე დღე წინა დღის პასუხი იყო. ბევრი რამ გამორჩა, არ დაგვავიწყდეთ, ორჯერ დახეული ევროკავშირის დროშა, რაც ღია გზავნილი იყო. სად მიდის ხელისუფლება, თუ დასავლურ ღირებულებებს ებრძვის?! მიდიხარ ჩრდილოეთისკენ.

პარლამენტის თავმჯდომარე, როდესაც მისი ფანჯრების წინ საშინელ დარბევას უყურებს და არ გაუჩნდა სურვილი, იქ ჩასულიყო და თუნდაც ერთ ჟურნალისტს გადაფარებოდა, ეს ჩემთვის ძალიან ცუდი სანახავია. პარლამენტი არ არსებობს, პარლამენტის წინ ხდებოდა ეს ძალადობრივი აქტი. 5 ივლისს ჩვენ ვნახეთ, რომ ეს სახელმწიფო არ არის“, - განაცხადა ბესელიამ.

იხილეთ ვიდეო:

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს