ირაკლი ქარსელაძე - კახეთში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება სრულიად ახალ შესაძლებლობებს გააჩენს რეგიონში

გურჯაანის შემოვლითი გზა, რომელიც დღეს გავხსენით, სხვა ფაქტორებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია საგზაო უსაფრთხოების და ეკოლოგიის თვალსაზრისით, რადგან აქამდე, ქალაქს სატრანზიტო მოძრაობა ტვირთავდა, ახლა კი ეს პრობლემა მოგვარებულია, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

„საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება უმნიშვნელოვანესია ლოჯისტიკური თვალსაზრისით და ამ კუთხით ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ კახეთის რეგიონში. გამორჩეული პროექტია კახეთის ავტომაგისტრალი, 85 კმ-იანი თბილისი-ბაკურციხის გზა, საიდანაც 35 კმ -ზე ტენდერები უკვე გამოცხადებულია და იმ ფორმით არის წარმოდგენილი, რომ ქართულ სამშენებლო კომპანიებს დამოუკიდებლად შეეძლებათ მონაწილეობის მიღება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისთვის. ამ და სხვა პროექტებს, ჯამში, მხოლოდ მშენებლობის ნაწილში, დაახლოებით 2 მილიარდი ლარი მოხმარდება, რაც სრულიად ახალ შესაძლებლობებს გააჩენს რეგიონში,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად გზის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი საქართველოში, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

„საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს უწყობს ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკურ განვითარებას და მსოფლიო ბანკი სწორედ ამიტომ ეხმარება საქართველოს მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებაში. არსებობს მოლოდინი, რომ ახლო მომავალში კახეთი და სხვა რეგიონები უფრო მიმზიდველი გახდება ტურისტული თვალსაზრისით და გარდა ამისა, ეს პროექტები საინტერესოა სატრანზიტო მოძრაობის განვითარების კუთხით, რაც ნიშნავს სავაჭრო და სხვა სახის ურთიერთობების გაღრმავებას მეზობელ ქვეყნებთან,“ - განაცხადა მსოფლიო ბანკის პროგრამების ხელმძღვანელმა აბდულაზიზ ფაგიმ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს