მინისტრის მოადგილე - ისრაელის მიერ ზრუნვის დაწესებულებებისთვის პერსონალის შერჩევა ხდება საქართველოში - ისრაელი კვალიფიკაციას მოითხოვს, მათ შორის, დიპლომირებულ განათლებას

ისრაელის მხარის მიერ 24 საათიანი ზრუნვის დაწესებულებებისთვის პერსონალის შერჩევა ხდება საქართველოში - ისრაელი კვალიფიკაციას და განათლებას მოითხოვს, მათ შორის, დიპლომირებულ განათლებას და სერტიფიკატს, - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

თამარ ბარკალაიას თქმით, ამ ეტაპზე დაახლოებით 100-110 ადამიანია წინასწარ შერჩეული, რომელიც აკმაყოფილებს ისრაელში დასაქმების კრიტერიუმებს.

„ისრაელთან უკვე მიმდინარე პროექტი არის. ჩვენ უკვე შერჩევის პროცესი გვაქვს და განსხვავება ის არის, რომ ისრაელში ზრუნვის სექტორია, სადაც 24-საათიანი ზრუნვის დაწესებულებების პერსონალის შერჩევა ხდება საქართველოში ისრაელის მხარის მიერ. ჩვენ ასევე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მრავალ ქვეყანასთან, ბულგარეთი არის მათ შორის და უკვე არის ხელშეკრულება ბულგარეთსა და საქართველოს შორის. ჩვენ როგორც კვიპროსთან, ასევე საბერძნეთთან, საფრანგეთთან აქტიურად ვთანამშრომლობთ.

კვოტირება ისრაელზე არის 500 ადამიანი, მაგრამ ამ შემთხვევაში სპეციფიური უნარებია საჭირო, ანუ გარკვეული ტიპის სამედიცინო ზრუნვის უნარები და განათლება არის საჭირო და აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე დაახლოებით 100-110 ადამიანი არის წინასწარ შერჩეული, რომელიც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმ მოქალაქეებთან, რომლებმაც ინტერესი გამოხატეს, მათ შორის, ვთანამშრომლობთ ადგილობრივ კოლეჯებთან, რომ მომზადება-გადამზადება ვუზრუნველოყოთ ამ ადამიანების, რომ ის უნარები საჭიროების და სურვილის შემთხვევაში შეიძინონ", - განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, რადგან ისრაელში დასაქმება გარკვეულ განათლებას მოითხოვს, ამის გამო ინტერესი ნაკლებია.

"ყველაზე დიდი ინტერესი იყო გერმანიასთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ კონკრეტული განათლების საჭიროება არ იყო, ვინაიდან ისრაელი კვალიფიკაციას და განათლებას მოითხოვს, მათ შორის, დიპლომირებულ განათლებას და სერტიფიკატს - აქედან გამომდინარე, ინტერესი მაღალია, თუმცა კრიტერიუმები, რადგან არის უფრო მკაცრი და სპეციფიური, ამიტომ უფრო ნაკლები ადამიანია რეგისტრირებული", - აღნიშნა ბარკალაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა