პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და დიასპორის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, რომლის მთავარი თემა 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებებია, კამათით დაიწყო

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და დიასპორის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, რომლის მთავარი თემა 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებებია, ცხარე კამათით დაიწყო.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ სხდომაზე 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების შეფასება მოითხოვა და როგორც განაცხადა, რომ ადამიანები, რომლებიც თავს დაესხნენ ჟურნალისტებს და ევროკავშირის დროშა დაწვეს, ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ჯგუფები იყვნენ.

„რეგიონებიდან, სსიპ-ების და ა(ა)იპების თანამშრომლები იყვნენ ჩამოყვანილი. მათ აქციის მონაწილეების გადაადგილების ტრაექტორია იცოდნენ და ვფიქრობ, რომ ეს ინფორმაცია სუს-მა მიაწოდა", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ ბოკუჩავას საპასუხოდ განაცხადა, რომ ევროკავშირის დროშის დაწვა არის ვანდალიზმი და თავხედური მცდელობა, რომ საქართველოს წინსვლა შეფერხდეს.

„ვისაც ყველაზე ნაკლებად აწყობდა ის, რაც მოხდა, არის საქართველოს მთავრობა და ეკლესია", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული კამათი მალევე ურთიერთბრალდებებში გადაიზარდა, რა დროსაც თინა ბოკუჩავამ ბექა ოდიშარიას მისამართით განაცხადა, რომ მაგიდაზე ასული პრეზიდენტ სააკაშვილის სადღეგრძელოებს სვამდა. "არ მომაკითხინოთ, ვინ ვის მაგადაზე, სკამზე და დივანზე იდგა", - ასეთი იყო ოდიშარიას რეპლიკა ბოკუჩავას მიმართ.

ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს განიხილავენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა