თაკო ჩარკვიანი „ქართული ოცნების" წევრებს - ქვეყანა წუმპეშია, ორი დღის წინ ქალაქში ფუნდამენტალიზმი დათარეშობდა - ერთი სიტყვა მაინც თქვით ამის შესახებ

ქვეყანა წუმპეშია, ორი დღის წინ ქალაქში ფუნდამენტალიზმი დათარეშობდა - ერთი სიტყვა მაინც თქვით ამის შესახებ, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა „ქართული ოცნების" წევრებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და დიასპორის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც საბიუჯეტო ცვლილებების განხილვას დაეთმო.

„საუბრობთ, ცხრა წელი, ცხრა წელი... ცხრა წელი კი არა, ქვეყანა თავზე დაგვენგრა. თუკი ვინმე ნაგავი იყო, გამოგეძიებინათ - დაგიშალათ ვინმემ?!... გადმოპორტირებული რომ გყავთ ადეიშვილის მოადგილე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში", - განაცხადა ჩარკვიანმა ორი კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და დიასპორის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, რომლის მთავარი თემა 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებებია, ცხარე კამათით დაიწყო.

დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ სხდომაზე 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების შეფასება მოითხოვა და როგორც განაცხადა, ადამიანები, რომლებიც თავს დაესხნენ ჟურნალისტებს და ევროკავშირის დროშა დაწვეს, ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ჯგუფები იყვნენ.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
არჩილ მორჩილაძე - ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროში სახელმწიფო შესყიდვების უმეტესობა ხელს უწყობს ქვეყანაში პოლიფარმაციას და გაუმართლებლად ზრდის დაზღვევის ღირებულებას
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2022
შეზღუდული პერიოდით “სკიო გუდაური” ბინებს არასეზონურ ფასად გაყიდის
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, თბილისში ახალი მრავალფუნქციური სივრცე „კომბინატი - Combinaty“ იხსნება
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო