ნათია თურნავა - ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 3,9 მლრდ ევროს დახმარება დიდი ინვესტიციაა, რომელიც სტრატეგიულ დარგებს მოხმარდება

ევროკავშირმა საქართველოს დახმარების თაობაზე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო - 3.9 მლრდ ევროს ოდენობის დახმარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია იმ მთლიანი პაკეტის, რაც აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის ქვეყნებისთვის არის გამოყოფილი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ სამეზებლოს რეგიონის ქვეყნებისთვის დახმარების პაკეტზე კომენტირებისას განაცხადა.

აღნიშნული დახმარების პაკეტის შესახებ თბილისში, ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვაჰრეიმ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ეს არის ძალიან დიდი ინვესტიცია, რომელიც მოხმარდება სწორედ ყველაზე მეტად სტრატეგიულ დარგებს, რაც გაერთიანებულია დაკავშირებადობის მიმართულებით, რაც ნიშნავს საქართველოს და ევროპას შორის ფიზიკური კაშირ-ურთიერთობების გამყარებას, ეს ეხება ციფრულ სერვისებს და ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს, რომელიც გაივლის შავ ზღავზე, ეს ეხება ელექტროგადამცემ ქსელებს და ელექტროგადამცემ მაღალი ძაბვის კაბელს, რომელიც შავ ზღვაზე გაივლის და სადაც ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ეტაპზე ვართ გადასულები, ეს ეხება საბორნე-საფიდერო მიმოსვლის გააქტიურებას ჩვენს პორტებსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პორტებს შორის, რაც უფრო მეტად გაზრდის ჩვენს ლოგისტიკურ პოტენციალს და განამტკიცებს ჩვენს როლს დერეფანში. რაც მთავარია ეს არის მცირე ბიზნესის მიმართ დახმარება იმისთვის, რომ განვამტკიცოთ ჩვენი ბიზნესის კონკურენტუნარიანობა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ადგილობრივი მცირე ბიზნესი მზარდად არის წარმოდგენილი ევროპულ ბაზრებზე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხარისხის შესაბამისი სტანდარტები იყოს მიღებული, როგორც სოფლის მეურნეობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი წარმოების კუთხით, ასევე სხვა არასასურსათო წარმოების კუთხით.

„ამ მიმართულებითაც არის ძალიან სერიოზული დახმარება და ზუსტად შეესაბამება ჩვენი 10-წლიანი სტრატეგიის მთავარ პრიორიტეტებს - კრიტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, რაც ჩვენი ეკონომიკის ქვაკუთხედია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო