ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების ნაწილი ცესკო-ს მოქმედი თანამშრომელია, ნაწილი საარჩევნო კომისიიდან გრანტებს იღებს, ნაწილი კი „ქართული ოცნების” შემომწირველია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატების ნაწილი ცესკო-ს მოქმედი თანამშრომელია, ნაწილი საარჩევნო კომისიიდან გრანტებს იღებს, ზოგი მათგანი კი „ქართული ოცნების” შემომწირველია.

ბეჟაშვილი ცესკო-ს თავმჯდომარის შესარჩევ კომისიას მოუწოდებს, აღნიშნული კანდიდატები არ წარუდგინოს პარლამენტს, რადგან ასეთ ადამიანებს ოპოზიციის დიდი ნაწილის მხარდაჭერა არ ექნებათ.

„ჩვენ ვხედავთ, რომ პროცესი არასწორი მიმართულებით მიდის, გამომდინარე იქიდან, რომ კანდიდატთა უმრავლესობა წარმოდგენილი არის მოქმედი საარჩევნო ადმინისტრაციიდან, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან. არიან მაღალჩინოსნები, რომელთაც უშუალო მონაწილეობა აქვთ მიღებული ყველაზე ცუდად ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში 2012 წლიდან მოყოლებული. ამიტომ მოვუწოდებთ საკონკურსო კომისიას, რომ ის კანდიდატები, რომლებსაც აქვთ დაკავებული მოქმედი თანამდებობები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, შემხებლობაში არიან საარჩევნო ადმინისტრაციასთან გრანტების მიღების გზით, ან „ქართული ოცნების” პირდაპირი შემომწირველბი იყვნენ მთელი ამდენი წლის განმავლობაში, ასეთი კანდიდატების წარმოდგენა არ მოხდეს პარლამენტში, ვინაიდან საპრლამენტო ოპოზიციური ფრაქციების უმრავლეობის მხარდაჭერა ვერ ექნებათ, შესაბამისად ვერ შედგება კონსენსუსი”,- განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტის მიერ შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრებას დღესაც გააგრძელებს. ცესკოს თავმჯდომარეობის პოზიციის დასაკავებლად გასაუბრებას ვილი პაჭკორია, მაია გურამიშვილი, გიორგი კალანდარიშვილი, იმედა კლდიაშვილი, გიორგი სანტურიანი, ილია ჭანტურაია, ლილი ბეგიაშვილი, ბონდო გასვიანი გადიან. ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის პოზიციის დასაკავებლად კონკურსში ემზარ კაკულია, გია ცაცაშვილი, კონსტანტინე ჩიტანავა, თამაზ თაყაძე, ანა მიქელაძე, მარი კაპანაძე, ლელა ტალიური, გულქანი ქურასბედიანი, გიორგი მარსაგიშვილი, ქეთევან მიქელაძე, ინგა მათიაშვილი, მაია ზარიძე, თამარ სართანია, აკაკი ხუსკივაძე, ვალერიან მაისურაძე და არჩილ მდივნიშვილი იღებენ მონაწილეობას.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს