მოსამართლეობის კანდიდატი ქეთევან მესხიშვილი აცხადებს, ის მოსამართლეთა კორპუსის მიერ გავრცელებულ საჯარო წერილს არ შეუერთდა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ქეთევან მესხიშვილის თქმით, ის მოსამართლეთა კორპუსის მიერ გავრცელებულ საჯარო წერილს, სადაც აღნიშნულია, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხდება სასამართლოში ჩარევა, არ შეუერთდა, რადგან ამ მოსაზრებას ვერ დაეთანხმება. აღნიშნულის შესახებ მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, საია-ს წარმომადგენელ ვახუშტი მენაბდეს შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

მესხიშვილის თქმით, ისურვებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა ასეთი პოზიციონირება განაგრძონ, რადგან ეს დაეხმარება დემოკრატიული პროცესების განვითარებას სასამართლოში.

„მე ვაფიქსირებ პატივისცემას ჩემი კოლეგების მოსაზრების და ჩემი კოლეგების მიმართ, თუმცა, მე არ ვიყავი მათ შორის. პოლიტიკა ჩემი „წითელი ხაზებია“. წმინდა სადისკუსიოდ ვფიქრობ, რომ ჩვენს პარნტიორებს მათი დემოკრატიის წლოვანებამ დაუგროვა უფრო მეტი გამოცდილება, ვიდრე ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს და საკმაოდ სერიოზულ რესურსს ხარჯავენ იმაზე, რომ გადავდგათ ნაბიჯები, რომელიც ეფექტურად გაგვხდის ევროკავშირის წევრს და ხელს შეუწყობს ჩვენს ნატო-ში ინტეგრაციას, ამიტომ მათი მოსაზრებები არის მნიშვნელოვანი, ღირებული“, - განაცხადა მესხიშვილმა.

გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით კანდიდატს კითხვა დაუსვა იურისტმა კახა წიქარიშვილმა, რომელიც დაინტერესდა, რამდენად კარგად შეასრულა სასამართლომ პოლიტიკური ხელისუფლების დავალება ამ საქმეზე.

„მოცემულ შემთხვევაში ჩვენ არ ვართ თანაბარ სიტუაციაში. თქვენ გამოხატვის სრული თავისუფლება გაქვთ, მე მაქვს გამოხატვის შეზღუდული თავისუფლება. თქვენ იცით რომ ჩემი პოზიციის გამოთქმა არასდროს მიჭირდა და არც დღეს მიჭირს, მაგრამ იქ სადაც მოსამართლის პოზიცია შეიძლება აღმოჩნდეს სასამართლო სისტემის ავტორიტეტისთვის დამაზიანებელი, მე თავს შევიკავებდი,“- განაცხადა მესხიშვილმა.

ცნობისათვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ქეთევან მესხიშვილს უსმენენ, დღესვე მოუსმენენ კიდევ ერთ კანდიდატს რევაზ ნადარაიას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა