ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე დაკავებული - ჩემ მოძღვარს მოვკარი თვალი და მასთან პურის მისატანად მივდიოდი, გამექცა მოტოციკლი, ვიგინებოდი და ვყვიროდი, რადგან მივხვდი, რომ ვერ ვაჩერებდი

ტრანსპორტმა მიმტყუნა, ვინც მოპედს მართავს, იცის რაზეც ვსაუბრობ, ახალი გადაწყობილი მქონდა მუხრუჭი, - ამის შესახებ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულმა ზაზა ჭაავამ განაცხადა. სწორედ აღნიშნული პირი მართავდა მოპედს, რომელიც ჟურნალისტებში შევარდა.

"არავინ მყავს ნასამართლევი, მრცხვენია, რომ ჩემ მიმართ სასამართლო ტარდება. ჩემ თავს ვაჟკაცად ვთვლი, საქართველოს 4 შვილს ვუზრდი, მათ ვასწვალი რომ წესიერები, ვაჟკაცები გაიზარდონ. 2 ბიჭი მყავს და ვასწავლი, რომ ჯარი მოიხადონ და საქართველოს სადარაჯოზე დადგნენ. აგვისტოს ომში ვიხვეწებოდი რომ ომში წავეყვანე, მიუხედავად იმისა, რომ ხელი არ მაქვს, რადგან ჩემი თანამამულეების სისხლი იღვრებოდა",- განაცხადა ჭაავამ.

როგორც მან აღნიშნა, ის ოჯახს მოტიციკლით არჩენს.

"ჩემ მეუღლეს ჟურნალისტიკა აქვს დამთავრებული და ასე თუ ისე შეხება აქვს ამ სფეროსთან, დედა მყავს ავადმყოფი და წამლებს ვაწვდი ყოველდღიურად. მარცხენა ხელი არ მაქვს და ავარიის შედეგად მარჯვენა ფეხი არ მაქვს, ძვლების ნაცვლად რაღაც მიზის. სადაც ჟურნალისტებში შევვარდი ჩემი მიზანი მათი დაზიანება არ იყო. ტრანსპორტმა მიმტყუნა, ვინც მოპედს მართავს, იცის რაზეც ვსაუბრობ, ახალი გადაწყობილი მქონდა მუხრუჭი, ჩემ მოძღვარს მოვკარი თვალი და მასთან პურის მისატანად მივდიოდი, გამექცა მოტოციკლი, გაზიც გაიჭედა, ვიგინებოდი და ვყვიროდი, რადგან მივხვდი, რომ ვეღარ ვაჩერებდი, შევარდნისას რატომღაც ერთ-ერთი ოპერატორი წიხლებით შემომახტა მკერდზე, რადგან ისევ გაზს მივაწექი, იქნებ აიშვას-მეთქი. თუ ეს ხალხი თვლის, რომ მე ვიძალადე ჟურნალისტებზე და ასე მწირავენ, მე მაინც საზოგადოებას ბოდიშს მივუხდი ამისთვის. თუ რომელიმე ჟურნალისტი თვლის, რომ ვიძალადე, ამაზე ვაგებ პასუხს. მე არ ვარ ჟურნალისტების მიმართ აგრესიული. რაც შეეხება ლგბტ მსვლელობას და მათი თანაცხოვრების საქართველოში დაფუძნებას, არ ვემხრობი, ქრისტიანი ვარ",- განაცხადა ჭაავამ.

მისი უფლებადამცველი ჭაავას 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს. ჭაავას განცხადებას პროკურორი ლევან ვეფხვაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის ჟურნალისტების მხარეს როცა შევარდა, გინება კი არ უნდა დაეწყო, ეყვირა რომ მოპედს ვერ აჩერებდა.

ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
ოთარ ჯანელიძე - რუსეთიდან შემომსვლელ მიგრანტებთან დაკავშირებით უნდა იგრძნობოდეს, რომ ვმოქმედებთ, როგორც სახელმწიფო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2022
ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა და საქართველოს ეროვნული ინტერესები
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა
სვისმედკომერსი - უმტკივენულო ანესთეზიის ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოს ბაზარზე
ლისის ტბაზე LISI VIBES გაიმართება
ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო
განახლებული ვაკის საცურაო აუზი ახალ სეზონს მასპინძლობს
ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხზე