„ჯეოქეისის" ვებინარების სერიის ფარგლებში, ონლაინ დისკუსია „დემპინგი და საქართველოს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკა" გაიმართა

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის" ვებინარების სერიის ფარგლებში, ონლაინ დისკუსია - „დემპინგი და საქართველოს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკა" გაიმართა, რომელსაც მოდერატორობას „ჯეოქეისის" თავმჯდომარის მოადგილე, ბაქარ ფალავანდიშვილი უწევდა.

როგორც ბაქარ ფალავანდიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, WTO-ს პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად დამუშავებული კანონპროექტი „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების შესახებ“ 2020 წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.

ონლაინ დისკუსიაში მოწვეულმა სპიკერებმა, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ანტიდემპინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნიკა სერგიამ, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, მარიამ გაბუნიამ, საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის იურიდიულმა დირექტორმა, ნიკა ნანუაშვილმა, საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში დანერგილი სიახლეები დემპინგისა და ქვეყნის საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის მიმართულებით განიხილეს.

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ დეტალურად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან და ევროკავშირთან პარტნიორობით როგორ დაინერგა და ვითარდება ქვეყანაში ანტიდემპინგური პოლიტიკა.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონი „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ მიზნად ისახავს ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვას დემპინგური იმპორტით მიყენებული ზიანისაგან ან ამგვარი ზიანის საფრთხისაგან. უწყების უმთავრესი ამოცანაა იმპორტიორი და ადგილობრივი მწარმოებლებისთვის სამართლიანი პრინციპების შეთავაზება და კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა. შესწავლა იწყება იმ შემთხვევაში თუ ადგილობრივი ინდუსტრიის 50%-ზე მეტი აკეთებს განაცხადს და განაცხადზე ხელმომწერების ერთობრივი წილი 25% ნაკლები არ არის მოცემულ ბაზარზე. დემპინგის დადგენის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს უწყების მიერ განსახორციელებელი რეაგირების ეფექტიან მექანიზმებს. შესწავლის შედეგს - შესაბამის დასკვნას კონკურენციის ეროვნული სააგენტო წარუდგენს საქართველოს მთავრობას, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ანტიდემპინგური ღონისძიებების დაწესების შესახებ“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ანტიდემპინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნიკა სერგიამ, ყურადღება გაამახვილა დემპინგური ზღვარის დადგენის შესახებ და აუდიტორიას მისი გამოთვლის მექანიზმები პრეზენტაციის სახით წარმოუდგინა.

„კონკურენციის სააგენტო ინდუსტრიის ზიანის განსასაზღვრად დაახლოებით 15-მდე კრიტერიუმს დინამიკაში აკვირდება. განმცხადებლებს მოეთხოვებათ ბოლო 6 თვის რელევანტური მონაცემების წარმოდგენა, ხოლო ზიანთან დაკავშირებული მონაცემების 3 წლის პერიოდის შესწავლა ხდება“, - აღნიშნა ნიკა სერგიამ.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, მარიამ გაბუნიამ, დისკუსიაში მონაწილეობისას აღნიშნა, რომ კანონმდებლობის მიღებას გარკვეულწილად პრევენციული მოქმედება შეუძლია, თუ იმპორტიორები, უცხოელი მეწარმეები ახორციელებდნენ დემპინგურ იმპორტს ჩვენს ქვეყანაში და ახლა უკვე ფლობენ ინფორმაციას ქვეყანაში მოქმედი ანტიდემპინგური კანონმდებლობის შესახებ, ბუნებრივია მეტ სიფრთხილეს იჩენენ.

საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის იურიდიულმა დირექტორმა, ნიკა ნანუაშვილმა, ანტიდემპინგური ღონისძიებების მიმართ ადგილობრივი და იმპორტიორი კომპანიების ინტერესების შესახებ ისაუბრა.

„ბიზნესს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ჰქონდა აღნიშნული საკანონმდებლო სიახლეების მიმართ, ჩვენი ასოციაცია თავიდანვე ჩართული იყო კანონპროექტის შემუშავების პროცესში. ჩვენ ნათლად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის იაფფასიანი პროდუქციის შემოსვლის შემზღუდველი მექანიზმი. დემპინგი აზიანებს არა ერთ კომპანიას, არამედ მთელს ინდუსტრიას ავიწროვებს და განდევნის ბაზრიდან. სწორედ ესაა ბიზნესის მომართვის მოტივაცია,“ -განაცხადა ნიკა ნანუაშვილმა.

ვებინარი ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3jZpbDt

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 30.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს