ალუდა ღუდუშაური - ლევან ბეჟაშვილის ობიექტური განცხადება არ გაიშვას არსად

ლევან ბეჟაშვილის ობიექტური განცხადება არ გაიშვას არსად , - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებას ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან დაკავშირებით.

როგორც ღუდუშაურმა განაცხადა, ბეჟაშვილს მორალი არ უნდა აძლევდეს იმის საშუალებას, რომ ხმამაღალი განცხადებები გააკეთოს.

“როდესაც ბეჟაშვილს თარხნიშვილი უმშვენებს გვერდს, ჰგონიათ, რომ თავიანთი განცხადებით საზოგადოებას თვალში ნაცარს შეაყრიან. როდესაც რაიმე კრიტერიუმებზე და ობიექტურობაზე საუბრობენ, მიუტრიალდეს და ჰკითხოს ბატონ თარხნიშვილს იმის შესახებ, როცა ცესკო-ს თავმჯდომარის სავარძლებში იჯდა და ხაზავდა ციფრებს, რასაც სააკაშვილი უგზავნიდა. ამიტომ იმ ადამიანებს, ვისაც ასეთ საქციელში დიდი წვლილი მიუღძვის, მორალი არ უნდა აძლევდეს იმის საშუალებას, რომ ხმამაღალი განცხადებები გააკეთოს”, - განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატების ნაწილი ცესკო-ს მოქმედი თანამშრომელია, ნაწილი საარჩევნო კომისიიდან გრანტებს იღებს, ზოგი მათგანი კი „ქართული ოცნების” შემომწირველია.

ბეჟაშვილი ცესკო-ს თავმჯდომარის შესარჩევ კომისიას მოუწოდებს, აღნიშნული კანდიდატები არ წარუდგინოს პარლამენტს, რადგან ასეთ ადამიანებს ოპოზიციის დიდი ნაწილის მხარდაჭერა არ ექნებათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა