უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი - ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, მოსამართლეები უნდა გავყაროთო - ასეთი განწყობის დეპუტატი სასამართლო სისტემისთვის საფრთხის შემცველია

ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, მოსამართლეები უნდა გავყაროთო - ასეთი განწყობის დეპუტატი სასამართლო სისტემისთვის საფრთხის შემცველია, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა რევაზ ნადარაიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, რითაც უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი ამილახვარის კითხვას, რამდენად ხედავს პრობლემას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის კუთხით.

მისი თქმით, მსგავსი განცხადებები, როგორსაც „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი აკეთებს, სასამართლოს დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის.

„დამოუკიდებლობის კუთხით იდენტიფიცირებას მოვახდენდი, სამწუხაროდ პარლამენტში არის დეპუტატი, თქვენი ერთ-ერთი კოლეგა, ანა ნაცვლიშვილი, რომელიც აცხადებს, რომ მოსამართლეები უნდა გავყაროთო - ეს სასამართლოს დამოუკიდებლობას უქმნის საფრთხეს, ინსტიტუციონალურადაც და ინდივიდუალურ მოსამართლესაც უქმნის საფრთხეს. ასეთი განყობის დეპუტატი სასამართლო სისტემისთვის საფრთხის შემცველია“, - განაცხადა ნადარაიამ.

მსგავსი შინაარსის კითხვა ჰქონდა კანდიდატთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით მათიკაშვილსაც. კითხვაზე, თუ რა პრობლემას ხედავს სასამართლო სისტემაში, რევაზ ნადარაია აცხადებს, რომ ეს არის საქმეთა დიდი რაოდენობა და მეორე მხრივ მიზანმიმართული დისკრედიტაცია სასამართლო სისტემის.

„სასამართლო სისტემას საკმაო ნდობა აქვს, უბრალოდ, საქართველოში პრობლემა არის სასამართლოს ნდობისთვის ხელოვნური და მიზანმიმართული პრობლემების შექმნა და სასამართლო სისტემის მიზანმიმართული დისკრედიტაცია. ეს არის მიზანმიმართული კამპანია, პროპაგანდა, რომ სასამართლო სისტემა არის ცუდი. ამაში ვგულისხმობ გაუთავებელ, დაუსაბუთებელ და უშინაარსო საუბარს, იძახიან, რომ სასამართლო სისტემაში არის „კლანი“, აგერ ბატონი ბრძანდება და აწერია მაისურზე, რომ „კლანი“ უნდა წავიდეს. ჩვენ გვქონდა კონფერენცია, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ავირჩიეთ და შემდგომ გაკეთდა ასეთი განცხადება და საზოგადოებას უთხრეს, რომ მოსამართლეთა კორპუსი არის ქართული დემოკრატიისთვის კიბო და ეს უნდა ამოიკვეთოს. ეს ხომ საზოგადოებაში ნეგატიურად აღიქმება, ეს არ აჩენს ნდობის პრობლემას საზოგადოებაში“,- განაცხადა ნადარიამ.

მისი თქმით, ის ასევე ხედავს ზეწოლის მცდელობის სურვილს გახმაურებულ საქმეებზე.

„ხანდახან პერსონალურად მოსამართლეების წინააღმდეგაც არის კამპანია და რომ არა მოსამართლის მდგრადობა, შეიძლება მართლაც დაექვემდებაროს. გახმაურებულ საქმეებზე ზეწოლის მცდელობის სურვილი აშკარად არის, მედიის, ხშირად არასამთავრობო ორგანიზაციების, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, მაგრამ მე შეგრძნება არ მქონია, როგორც გარე დამკვირვებელს, რომ ვინმე დაექვემდებარა ასეთი ტიპის მცდელობებს“, - განაცხადა ნადარიამ.

კანდიდატს შეკითხვები დაუსვეს 2012 წლამდე სასამართლოში არსებულ ვითარებაზეც. რევაზ ნადარაიას თქმით, უშუალოდ მასზე რაიმე ზეწოლა არასდროს განხორციელებულა, თუმცა, მისი თქმით, დღეს სასამართლოსდამოუკიდებლობის გაცილებით მეტი საკანონმდებლო გარანტიები აქვს.

ცნობისათვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს რევაზ ნადარაიას უსმენენ, კომიტეტმა დღეს უკვე მოუსმინა კიდევ ერთ კანდიდატს, ქეთევან მესხიშვილს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს