ალეკო ელისაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს - მტკიცე და მყარი ვარ ფოლადივითო და იმასაც ვერ ბედავთ თქვათ, რომ ადეიშვილი სასამართლოს აკონტროლებდა

მტკიცე და მყარი ვარო ფოლადივით და იმასაც ვერ ბედავთ თქვათ, რომ ადეიშვილი აკონტროლებდა სასამართლოს, - ასე მიმართა „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს რევაზ ნადარაიას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

ელისაშვილმა სთხოვა ნადარიას გაიხსენოს ერთი ფაქტი მაინც, რომელიც მის მედეგობაზე მიუთითებს, რაზეც ნადარაიამ უპასუხა, რომ ამაზე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მიუთითებს.

„უბრალოდ გადაწყვეტილებები რატომ მიუთითებს მედეგობაზე, ფაქტი მითხარით რაიმე. ასე მეც ვიტყვი ალექსანდრე მაკედონელი ვარ - მეთქი, მაგრამ არ ვარ“, - მიმართა ელისაშვილმა ნადარაიას, რის შემდეგაც ჰკითხა, აკონტროლებდა თუ არა ზურაბ ადეიშვილი სასამართლოს. აქვე შეახსენა, თეა წულუკიანის განცხადებაც - „წულუკიანი ამბობდა, პირდაპირ კაბელები იყო სასამართლოდან პროკურატურაშიო“.

ნადარაიას თქმით, ის ვერ დაადასტურებს, აკონტროლებდა თუ არა ვინმე სასამართლოს, რადგან მსგავსი რამ თავად არ გამოუცდია.

„მე არ ვიცი, ვინმე აკონტროლებდა თუ არა სასამართლოს, ამას ვერ დაგიდასტურებთ. მე არც კაბელები ვიცი, გაგებით ბევრი რამ ვიცი, მაგრამ ეს მე არ გამომიცდია, ზეწოლად რაც შეიძლება აღქმულიყო. ეს იყო საკანონმდებლო სივრცე, რომელიც არ ქმნიდა მოსამართლისთვის გარანტიებს“, - განაცხადა ნადარიამ.

ელისაშვილის თქმით, ის ვერ ბედავს აღიაროს რომ ადეიშვილი წინა ხელისუფლების დროს სასამართლო სისტემას აკონტროლებდა, რადგან ასეთ შემთხვევაში მოუწევს აღიაროს, რომ თავადაც მორჩილი მოსამართლეა.

„ვერ გაბედეთ გეთქვათ, რომ ადეიშვილი აკონტროლებდა სასამართლოს, მაშინ თქვენ ემორჩილებოდით ადეიშვილს, დღეს ვერ ბედავთ თქვათ, რადგან მოგიწევთ აღიარება რომ თქვენც მორჩილი იყავით. გსმენიათ მოსამართლის შესახებ რომელზეც იარაღით განხორციელდა მუქარა და დატოვა მან სასამართლო. მტკიცე და მყარი ვარო, ფოლადივით ვარო და იმასაც ვერ ბედავთ იმ მოსამართლის გვარი გაიხსენოთ და თქვათ რომ ადეიშვილი აკონტროლებდა სასამართლოს. კლანი არ არსებობსო, სახელმწიფო დეპარტამენტმა რატომ ჩაწერა კლანია სასამართლოშიო?“, - განაცხადა ელისაშვილმა და დასძინა, „როცა კლანის არსებობას უარყოფს, ის მაინც თქვას, რომ იდეურად შეკავშირებული ჯგუფი არსებობს სასამართლოში, როგორც ეს ქეთევან მესხიშვილმა განაცხადა“, რაზეც ნადარაიას პასუხი იყო, რომ იდეურად სასამართლო სისტემის დაცვისთვის არიან შეკავშირებულნი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა