გია ვოლსკი გიორგი გახარიაზე - პასუხი არ მაქვს, რა ქმნის ასეთი უტიფარი განცხადების საფუძველს ადამიანისგან, რომელიც იყო გუნდის ლიდერი, დაუშვა შეცდომები და ამის მიუხედავად, პოზიციები გუნდის დახმარებით გაიძლიერა

პასუხი არ მაქვს, რა ქმნის ასეთი უტიფარი განცხადების საფუძველს ადამიანისგან, რომელიც იყო გუნდის ლიდერი, დაუშვა შეცდომები, ამ შეცდომების მოუხედავად გარკვეული პოზიციები გაიძლიერა გუნდის დახმარებით და აბსოლუტურად წარმოუდგენელი ნაბიჯი გადადგა, როდესაც სახელმწიფოს სტაბილურობას სერიოზული საფრთხე დაემუქრა,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „პრაიდთან” დაკავშირებით თბილისში განვითარებულ მოვლენებზე ყოფილი პრემიერის, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას შეფასებას გამოეხმაურა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით ქართულმა პოლიციამ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედა.

„სხვადასხვა თემაა, რომელზეც გიორგი გახარია აკეთებს სხვადასხვა განცხადებას, რომ ძალადობა თურმე ძალადობას წარმოშობს. ძალადობა ნამდვილად წარმოშობს ძალადობას. ჩვენი პოლიცია მოქმედებს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია „პრაიდთან” დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ძალადობა ძალადობას შობს“. მისი თქმით, უმძიმესი საყურებელი იყო, „როდესაც ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ“.

„სახელმწიფო ვერ იცავდა ვერც კონსტიტუციას, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ფიზიკური ძალადობისგან თავისი მოქალაქეები, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ჟურნალისტები მასობრივი დევნისგან, ვერ დაიცვა ტურისტები, უბრალოდ, წარმოუდგენელი იყო, რაც ვნახეთ. ეს უუნარობის გამოხატულება იყო“, - განაცხადა გახარიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა