გია ვოლსკი - ერთი მხარე გვადანაშაულებს ლიბერალიზმის უარყოფაში, ხოლო მეორე - მხარდაჭერაში

"ქართული ოცნების" ამომრჩეველი არის რაციონალური - საქართველოს პატრიოტი ადამიანები არიან, რომლებიც ევროინტეგრაციის ფასეულობას, ამ პროცესში ხელისუფლების წარმატებასა და ქვეყნის უსაფრთხოების საჭიროებას კარგად აფასებენ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვოლსკის თქმით, "ქართული ოცნების" ამომრჩევლებმა იციან, რომ ნებისმიერი ძალადობა აღნიშნულ პრინციპებს აზიანებს.

"უნდა შევაფასოთ, ვინ დაზარალდა 5-6 ივლისს და ხმამაღლა ვინ გაჰყვირის იმ საკითხებზე, რაც სახელმწიფოს საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აყენებს. ყველა მოქმედება, რაც უკავშირდება ევროკავშირის დროშის ჩამოხევას, დაწვას და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობას, ასევე იმ ღონისძიებებს რაც პოლიციამ გაატარა - ამ ყველაფრის ანალიზიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, იყო თუ არა ეს პროცესი “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი. ერთი მხარე გვადანაშაულებს ლიბერალიზმის უარყოფაში, ხოლო მეორე - მხარდაჭერაში", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა