გიგი წერეთელი - რუსეთის ინტერესშია, რომ საქართველოში ევროკავშირის დროშებს გლეჯდნენ, სწორედ ხელისუფლების მავნებლურმა პოლიტიკამ წაახალისა ეს ყველაფერი

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი, 5-6 ივლისს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ის, რაც მოხდა, ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის ძალიან დამაზიანებელია.

მისივე თქმით, მიუღებელია კონსპირაციები, რომ ამ ყველაფრის უკან რადიკალური ოპოზიცია დგას.

„ ვფიქრობ, ძალიან ნეგატიური მუხტი შეიტანა საზოგადოებაშიც და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის წახალისება ხდება ხელისუფლების მხრიდან. წახალისება ხდება ძალადობრივი ჯგუფების, დაუსჯელობა, ისევ და ისევ, ყველაფრის გადაბრალება ოპოზიციისთვის.

მიუღებელია გარკვეული კონსპირაციები, რომ ამ ყველაფრის უკან დგას რადიკალური ოპოზიცია, რაც არაერთხელ აქვს ყველას მოსმენილი.

ხელისუფლების საქმე არ არის მხოლოდ ის, რომ სხვას აბრალოს, მისი საქმეა, წესრიგი არსებობდეს, კანონი იყოს დაცული და ადამიანები თავს გრძნობდნენ უსაფრთხოდ, მიუხედავად მათი კუთვნილებისა ამა თუ იმ უმცირესობისადმი.

ეს ის სტანდარტებია, რაც უნდა ჰქონდეს ქვეყანას, რომელსაც აქვს სურვილი, რომ იყოს ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და არა რუსეთის სატელიტი.

სწორედ რუსეთის ინტერესებშია, მოახდინოს საქართველოს ჩამოშორება ევროატლანტიკური გზიდან, რადაც არ უნდა დაჯდეს ეს. 2008 წელს ეს იყო ომი, მას შემდეგ ხდება ამგვარი ჰიბრიდული მოქმედებების წარმოება, რბილი ძალის გამოყენება.

აქ ხელისუფლების პოზიცია არის მიუღებელი, არავითარი გამართლება არ აქვს, რომ სადღაც საპოლიციო ძალები არ ჰყოფნის, ვიღაც ვერ დაიცვეს და ა.შ. ყველამ კარგად იცის, რომ თუ ხელისუფლება მოინდომებს, მისი სურვილი იქნება და პოლიტიკური ნება, ვერცერთი ძალადობრივი ჯგუფი ვერ გაბედავს იმას, რაც ჩვენ ვნახეთ ამ დღეების განმავლობაში.

ადრეული პრეცენდენტები, რაც ძირითადად უკავშირდებოდა პოლიტიკურ ოპონენტებს, მედიის წარმომადგენლებს და ა.შ, აქ სწორედ დაუსჯელობის პოლიტიკამ წაახალისა ეს ყველაფერი. სწორედ რუსეთის ინტერესშია, რომ საქართველოში გლეჯდნენ ევროკავშირის დროშებს, რადგან მთავარი ნარატივები, რაც მათ მიერ არის შექმნილი, სწორედ დასავლური ღირებულებების საწინააღმდეგოდ არის, რაც თავის თავში გულისხმობს მთავარ საკითხებს, ადამიანის უფლებებს, უსაფრთხოებას და კანონის უზენაესობას ყველასთვის.

სამწუხაროდ, ეს მოვლენები საარჩევნო კამპანიის ნაწილი გახდა. თითოეული ჩვენი მოქალაქის ვალია, ამ ტენდენციას შეეწინააღმდეგოს, არ დაუშვას ის, რომ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოხდეს საქართველოში მსგავსი მოვლენები და მათი ესკალაცია.

დღეს, ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ მომავალ ევროკავშირის ან ნატოს წევრობაზე, ეს სულ ფუჭი განცხადებები იქნება, თუკი ამგვარი სურათები იქნება საქართველოდან, რაც ახლა მთელმა მსოფლიომ ნახა ამ დღეების განმავლობაში.

რა თქმა უნდა, ეს ეხება უმცირესობებს, მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და ამგვარი რეალობით, ყველამ ზუსტად იცის, რომ ვერავითარი წინსვლა ჩვენს ევროატლანტიკურ გზაზე ვერ იქნება. მთავარი სტანდარტები, რაც დღეს უნდა იყოს დაცული ქვეყანაში, არ არის დაცული და სწორედ ამით იზომება ქვეყნის დემოკრატიულობა“, - განაცხადა წერეთელმა.

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
დავით თვალაბეიშვილი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის გაგრძელებას და მოვუწოდებთ მასში ჩართულ ყველა მონაწილეს, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
პირველად საქართველოში - დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა
მინერალური წყალი „ბორჯომი“ ახალ კამპანიას იწყებს
„სინერჯი“ თევზის კომპანია „უმალის“ პარტნიორი გახდა
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა ამჯერად ახალი ამბულატორიული ცენტრი აჭარის რეგიონში, ბათუმში გახსნა