ანა ბუჩუკური - რიგითი პოლიციელები, რომლებიც კეთილსინდისიერად ცდილობენ წესრიგის დაცვას უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ -  მძიმე იყო ამის ყურება

რიგითი პოლიციელები, რომლებიც კეთილსინდისიერად ცდილობენ წესრიგის დაცვას უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ - ჩემთვის განსაკუთრებულად მძიმე იყო ამისი ყურება, - ამის შესახებ პარტია ,,საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტარმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რითაც 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

ბუჩუკურმა შინაგან საქმეთა მინისტრს, პრემიერ-მინისტრსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს პარლამენტში მისვლასა და კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდა.

,,5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით შეკითხვები მეც მაქვს, თქვენც, როგორც მედიასაც და ზოგადად საზოგადოებას აქვს შეკითხვები. ამ კითხვებს აუცილებელია პასუხი გაეცეს. ერთერთი მიზეზი რატომ არის ეს აუცილებელი - პოლიციის რეპუტაციაა. ამიტომ მოვუწოდეთ ჩვენმა გუნდმა ბატონ შინაგან საქმეთა მინისტრს, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, რომ მობრძანდნენ პარლამენტში და საზოგადოებას გასცენ პასუხები ამ ძალიან მნიშვნელოვან შეკითხვებზე. ეს პირადად ჩემთვის კი არა ქვეყნისთვის, პოლიციისთვის და მედიისთვისაა მნიშვნელოვანი“ , - განაცხადა ბუჩუკურმა.

მისივე თქმით, 5 ივლისს რიგითი პოლიციელები დაიჩაგრნენ.

,,სამწუხაროდ, 5 ივლისს რიგითი პოლიციელები დაიჩაგრნენ, რადგან ეს ადამიანები, რომლებიც კეთილსინდისიერად ცდილობენ წესრიგის დაცვას ქვეყანაშიც და თბილისშიც - უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მე პირადად, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, და ეს ყოველთვის ასე იქნება, განსაკუთრებულად ვგულშემატკივრობ კეთილსინდისიერ რიგით პოლიციელებს და ჩემთვის განსაუთრებულად მძიმე იყო ამის ყურება“ , - განაცხადა ბუჩუკურმა.

ის ასევე „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან გახარიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებსაც შეეხო, რომლის მიზეზიც გიორგი გახარიას მიერ ხელისუფლების მოქმედებების ეფექტურობაზე გაკეთებული მწვავე შეფასებები გახდა.

,,ზოგადად, ეს თავდასხმები გასაგებია როგორც ოპოზიციის მხრიდან, ისე უმრავლესობის მხრიდან - ამ თავდასხმებს შიში იწვევს. გიორგი გახარია რას იტყვის და როგორ იტყვის ეს გიორგი გახარიას გადასაწყვეტია და არა ოპოზიციის, ან პოზიციის“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს