გიორგი გახარიამ პარტია "საქართველოსთვის" პროგრამა  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების - რიყის, დარჩელის და  ანაკლიის მოსახლეობასთან განიხილა

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში, დარჩელში და ანაკლიაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ ავრცელებს.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი გახარიამ ადგილობრივ მოსახლეობას პარტია "საქართველოსთვის" პროგრამული ხედვები გააცნო.

შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროგრამის კომპონენტზე "რეგიონები საქართველოსთვის", მათ შორის სამეგრელოში ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნაზე, მეწარმეობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ახლებურ მიდგომებზე. ხაზი გაესვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მნიშვნელობას.

გიორგი გახარია მოსახლეობას პარტიის წევრებთან ალექსანდრე მოწერელიასთან, ბერდია სიჭინავასთან, დავით ფარცვანიასთან, მალხაზ თორიასთან და გეგა შენგელიასთან ერთად შეხვდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო