სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს ნაკრებებში დაფიქსირებული COVID შემთხვევების გამო, მეორე ტესტ-მატჩი გაუქმდა

საქართველოს რაგბის კავშირის ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს ნაკრებებში დაფიქსირებული COVID შემთხვევების გამო, მეორე ტესტი-მატჩი გაუქმდა.

როგორც ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სიმპტომები დაუფიქსირდა გუნდის რამდენიმე წევრს, მათ შორის არის მთავარი მწვრთნელიც.

"ძვირფასო მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ, სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს ნაკრებებში დაფიქსირებული კოვიდ შემთხვევების გამო, სამწუხაროდ, გაუქმდა ბოკესა და ბორჯღალოსნებს შორის გასამართი მეორე ტესტი-მატჩი.

ახლანდელი მდგომარეობით, სიმპტომები ჩვენი გუნდის კიდევ რამდენიმე წევრს დაუფიქსირდა, მათ შორის მთავარ მწვრთნელს ლევან მაისაშვილს. ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.

გულშემატკივარს ასევე აინტერესებს გაიმართება თუ არა ტესტი საქართველოსა და შოტლანდიას შორის, რასთან დაკავშირებითაც გაცნობებთ, რომ ხვალ დილით ველით კოვიდ-ტესტების პასუხებს, რომლის შემდეგაც დაზუსტებით მოგაწვდით ინფორმაციას საქართველო - შოტლანდიის მატჩის გამართვასთან დაკავშირებით", - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა