ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ბოლო წლების ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია

მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ბოლო წლების ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

დინამიკა კი, ასეთია : პოლონეთი - 31% (2864152), ჩინეთი - 10% (2762922), ლიეტუვა - 38% (245940), ლატვია- 2% (809106), აშშ - 35% (502353), გერმანია - 4% (364459), ესტონეთი - 3% (348538) და დიდი ბრიტანეთი - 60% (283 830).

2021 წლის 6 თვეში საქართველოდან მსოფლიოს 56 ქვეყანაში 46,4 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13%-ით მეტია. ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 104 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 7%-ით მეტია. ეს მაჩვენებელი ასევე აღემატება პანდემიამდე პერიოდის მონაცემებს - 2019 წლის 6 თვეში საქართველოდან ექსპორტირებული იყო 98 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 40,5 მლნ ბოთლი ღვინო.

მიმდინარე წლის ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: კანადა - 87% (149290), შვედეთი - 48% (61972), ყაზახეთი - 61% (1911844), ისრაელი - 63% (273860), აზერბაიჯანი - 41% (133391), თურქეთი 115% (30930), უკრაინა - 15% (5259909), რუსეთი - 8% (28027286), მონღოლეთი - 261% (232920) და ა.შ.

საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 322-მა კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, ექსპორტირებულია 16 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 21%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 30 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (ზრდა 11%). ექსპორტირებულია 398 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 77% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1 მლნ აშშ დოლარს აღწევს - ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 64% შეადგინა.

მთლიანად ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 170 მლნ აშშ დოლარი, რაც 13%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

იხილეთ ვიდეო:2021 წლის 6 თვეში საქართველოდან მსოფლიოს 56 ქვეყანაში 46,4 მლნ-მდე ბოთლი ღვინო იყო ექსპორტირებული

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2022
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, თბილისში ახალი მრავალფუნქციური სივრცე „კომბინატი - Combinaty“ იხსნება
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო